ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები | Allnews.Ge

ინდოეთში გლოვაა: მასშტაბურ საკრინიგზო ავარიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რას აცხადებენ გადარჩენილები

ინ­დო­ე­თის ოდი­შის შტა­ტის ქა­ლაქ ბა­ლა­სორ­ში ორი სამ­გზავ­რო და ერთი სატ­ვირ­თო მა­ტა­რებ­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 288 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 1000-ზე მეტი და­შავ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა და მაშ­ვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, რად­გან გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბის ქვეშ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი.

"მე ხელი და­მი­შავ­და და კის­რის უკა­ნა ნა­წი­ლი. რო­დე­საც მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნი­დან გა­მო­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ ვი­ღა­ცამ ხელი და­კარ­გა, ვი­ღა­ცამ - ფეხი, ვი­ღა­ცას სახე და­უ­ზი­ან­და" - აცხა­დე­ბენ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.სარ­კი­ნიგ­ზო კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ინ­დო­ე­თის რკი­ნიგ­ზის მი­ნის­ტრმა, აშ­ვი­ნი ვა­იშ­ნა­უმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ „მა­ღა­ლი დო­ნის გა­მო­ძი­ე­ბა“ და­ი­ნიშ­ნა.

np-file-231259-39393-1685776580.jpeg

CNN-ი იუ­წყე­ბა, რომ ინ­დო­ე­თის მა­ტა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად 13 მი­ლი­ონ მგზავრს ემ­სა­ხუ­რე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უყუ­რა­დღე­ბო­ბამ ლი­ან­და­გე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, რის გა­მოც, მთავ­რო­ბამ რკი­ნიგ­ზის გა­ნახ­ლე­ბის­თვის ბოლო დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო.

ბო­ლოს მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რი სარ­კი­ნიგ­ზო კა­ტას­ტრო­ფა 1981 წელს მოხ­და, რო­და­საც ჰი­ბა­რის შტატ­ში მა­ტა­რე­ბე­ლი მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. მა­შინ შემ­თხვე­ვის შე­დე­გაც 800 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

myquiz