"ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში" - რას ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრებაზე | Allnews.Ge

"ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში" - რას ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრებაზე

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ბენ უო­ლე­სი აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ მოხ­დე­ბა.

"რე­ა­ლის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხ­დე­ბა ვილ­ნი­უს­ში, ეს არ მოხ­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში“, - აღ­ნიშ­ნა უო­ლეს­მა.

მისი თქმით, რიგი ქვეყ­ნე­ბი მზად არი­ან და­დონ ორ­მხრი­ვი ან მრა­ვალ­მხრი­ვი "თავ­დაც­ვის პაქ­ტე­ბი“ უკ­რა­ი­ნას­თან და მხა­რი და­უ­ჭი­რონ გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებს ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საზ­რდე­ლად, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ მო­მა­ვალ­ში უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა ძვი­რი და­უჯ­დე­ბა რუ­სეთს თუ ვინ­მე სხვას. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თვლის, რომ ამ­გვა­რი ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს რუ­სე­თის შე­კა­ვე­ბა­ში, რად­გან "რუ­სე­თის სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად შე­სუს­ტდე­ბა მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში“.

მისი თქმით, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი კვლავ უჭე­რენ მხარს უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­სა და მის და­ფი­ნან­სე­ბას ისე, რომ რუ­სეთ­თან სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად კი­ევ­ზე ზე­წო­ლას არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

myquiz