"მას უძილობა აწუხებს, წონაში მოიმატა, სტრესი აქვს"- რა დასკვნა გააკეთა სამხრეთ კორეის დაზვერვამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით | Allnews.Ge

"მას უძილობა აწუხებს, წონაში მოიმატა, სტრესი აქვს"- რა დასკვნა გააკეთა სამხრეთ კორეის დაზვერვამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

სამხრეთ კორეის დაზვერვამ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაახლოებით 140 კილოგრამს იწონის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათი ცნობით, დაზვერვის მონაცემები სამხრეთკორეელმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, იუ სან ბომმა გააჟღერა.

„16 მაისს საჯარო გამოსვლის დროს კიმ ჩენ ინი დაღლილი ჩანდა, თვალების ქვეშ შავი წრეები ჰქონდა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ჩატარებულმა წონის ანალიზმა დაადგინა, რომ მისი წონა 140-150 კილოგრამია“, - განაცხადა დეპუტატმა.

დაზვერვა ასევე ვარაუდობს, რომ კიმ ჩენ ინს ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რადგან ჩრდილოეთ კორეის ექიმები ქვეყნის ლიდერისთვის ყიდულობენ მედიკამენტ „ზოლპიდემს“, რომელიც უძილობასთან ბრძოლისთვის გამოიყენება. ამასთან, დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლიდან, კიმ ჩენ ინს ხელებზე ნაკაწრები უჩნდება და ამას ალერგიითა და სტრესით გამოწვეული დერმატიტის გამოვლენას უკავშირებენ.

myquiz