"დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურთ" - უკრაინელი მოდელის პროტესტი კანის კინოფესტივალზე | Allnews.Ge

"დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურთ" - უკრაინელი მოდელის პროტესტი კანის კინოფესტივალზე

უკ­რა­ი­ნელ­მა მო­დელ­მა ალი­ნა ბა­ი­კო­ვამ 2023 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს უკავ­შირ­დე­ბა. ალი­ნას წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მოკ­ლე კაბა ეცვა წარ­წე­რით: "F*** YOU PUTIN”.

34 წლის მო­დე­ლი ად­გი­ლი­დან დაც­ვის ხუთ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­იყ­ვა­ნა.

მისი პრო­ტეს­ტის კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მალე გავ­რცელ­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ი­კო­ვამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "აი უკ­რა­ი­ნის "რე­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის“ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა!

და­მა­კა­ვეს და ხა­ლი­ჩის და­ტო­ვე­ბა მთხო­ვეს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ფეს­ტი­ვალს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა არ სურს", - წერს მო­დე­ლი.

ცნო­ბის­თვის, 2023 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე რუ­სუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ი­კო­ვას, ის სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მას უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის იყე­ნებს. მო­დე­ლი თა­სო­ბით უკ­რა­ი­ნელ დევ­ნილს ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ში და­ეხ­მა­რა და მათ­თვის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა­საც გეგ­მავს.

ალი­ნას ოჯა­ხი ამ დრომ­დე უკ­რა­ი­ნა­ში რჩე­ბა: "ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ. მე მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და გული მწყდე­ბა იმის გამო, რაც იქ ხდე­ბა... ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­რე­დან მომ­ხიბ­ვლე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მკვდა­რი ვარ“, - წერს მო­დე­ლი.

myquiz