"ნახვამდის, ქემალ" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქემალ ქილიჩდაროღლუს - როგორია თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დროისთვის? | Allnews.Ge

"ნახვამდის, ქემალ" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქემალ ქილიჩდაროღლუს - როგორია თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დროისთვის?

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ხმების 75.42%-ს შედეგად მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

საბჭოს ცნობით, ერდოღანი ხმების 53.41%-ით მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს უსწრებს, რომელსაც ხმების 46.59% აქვს.

ჩვენ ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს, რომ უპა­სუ­ხოს შე­დე­გებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის - ამის შე­სა­ხებ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და.

"ერ­თა­დერ­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არის თურ­ქე­თი", - აღ­ნიშ­ნა მან მხარ­დამ­ჭე­რებ­თან და მისი კონ­კუ­რენ­ტის ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს მი­სა­მარ­თით დას­ძი­ნა:

"ნახ­ვამ­დის, ქე­მალ".

BBC-ის ცნო­ბით, ერ­დო­ღა­ნი ასე­ვე და­უბ­რუნ­და თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის თე­მას და და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი პროლგბტ პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში. თურ­ქე­თის უმაღ­ლე­სი სა­არ­ჩევ­ნო საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­დო­ღა­ნი იმარ­ჯვებს და ამ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მე­ხუ­თე ვა­დით ხდე­ბა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი.

myquiz