"დროა, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია"- რას აცხადებს ვალერი ზალუჟნი? | Allnews.Ge

"დროა, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია"- რას აცხადებს ვალერი ზალუჟნი?

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან.

„დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, - აცხადებს ზალუჟნი.

უკრაინული მედია წერს, რომ შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, ზალუჟნის ეს განცხადება შესაძლოა მის დასაწყისს მიანიშნებდეს.

myquiz