"მივედით უკრაინაში თავხედურად, მაგრამ "ჩავისვარეთ..." - პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ შედგა | Allnews.Ge

"მივედით უკრაინაში თავხედურად, მაგრამ "ჩავისვარეთ..." - პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ შედგა

რუ­სუ­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლად" წო­დე­ბულ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ პრო­რუს აქ­ტი­ვისტს და პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგს, კონ­სტან­ტინ დოლ­გოვს, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, - რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ი­სა და დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის­თვის“ და­წყე­ბულ­მა "სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ“ მო­ი­ტა­ნა სულ სხვა შე­დე­გი, ვიდ­რე ეს მოს­კოვს ეგო­ნაო

"ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ამ" გა­მო­იწ­ვია ის, რომ უკ­რა­ი­ნა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო, "დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის" შე­დე­გად კი, დღეს უკ­რა­ი­ნას მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი არ­მია ჰყავს.

"მინ­და, და­ვუბ­რუნ­დე 1992 წელს, როცა ჩვე­ნი მოძ­მე უკ­რა­ი­ნა ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფო გახ­და. იმის ნაც­ვლად, რომ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი კავ­ში­რე­ბი, დი­დად არ ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბით რა ტი­პის იყო ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია. ამ დროს ამ პრო­ცე­სი შე­მოძ­ვრნენ ამე­რი­კე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბი, გა­მოჩ­ნდა იუშ­ჩენ­კო, ასე­ვე რეგვნე­ბის მთე­ლი წყე­ბა, რომ­ლე­ბიც ტრი­ა­ლებ­დნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკან და ამ­ღვრევ­დნენ წყალს. 2014 წელს მოხ­და სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, მა­შინ უკ­რა­ი­ნა­ში იჯდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი დე­გე­ნე­რა­ტი ია­ნუ­კო­ვი­ჩი, რო­მე­ლიც მარ­ტო იმა­ზე ფიქ­რობ­და, რო­გორ ეშო­ვა ფული, და­ი­წყო შიდა ელი­ტუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი პრო­და­სავ­ლე­ლებ­სა და პრო­რუ­სებს შო­რის... მოხ­და მა­ი­და­ნი, რუ­სე­ბი წა­ვიდ­ნენ ძი­რი­თა­დად დონ­ბას­ში, ყი­რი­მი გა­მო­ე­ყო. ამის მერე 8 წე­ლი­წა­დი რას ვა­კე­თებ­დით? იმის ნაც­ვლად, რომ დონ­ბა­სის­გან შეგვქმნა სა­მო­თხე დე­და­მი­წა­ზე და გვეთ­ქვა სომ­ხე­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის, მო­დით, ჩვენ­თან, ჩვენ­თან სა­უ­კე­თე­სოა, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზომა, მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა და გაგ­ვე­ყი­და ქვა­ნახ­ში­რი, ამის ნაც­ვლად იქ გა­ა­წე­სეს კურ­ჩენ­კო, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­პო­ვა, რის მო­პარ­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და. მას­თან წილ­ში იყ­ვნენ რუ­სე­ბი სამ­ხრე­ე­ბით თუ მათ გა­რე­შე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ა.შ. დონ­ბა­სი გა­ქურ­დეს... ბევ­რი კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზეც მო­უ­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა... ამის მერე, რო­გორც ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და­ი­წყეს აგ­რე­სი­ის­თვის მზა­დე­ბა, ეს არის, რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სხვა ინ­ფორ­მა­ცია მე არ მაქვს. გა­მო­ა­ცხა­დეს სპე­ცო­პე­რა­ცია... ჩვენ რა ვქე­ნით, მი­ვე­დით უკ­რა­ი­ნა­ში თავ­ხე­დუ­რად, ნა­ცის­ტე­ბის ძებ­ნა­ში მთელ ტე­რი­ტო­რი­ას ჩექ­მით გა­და­ვუ­ა­რეთ, მი­ვუ­ახ­ლოვ­დით კი­ევს, მაგ­რამ "ჩა­ვის­ვა­რეთ“ და უკან და­ვი­ხი­ეთ, იგი­ვე მოხ­და ხერ­სო­ნის შემ­თხვე­ვა­ში და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც... რა იყო ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მი­ზა­ნი დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია და დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია და რა მი­ვი­ღეთ? - დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ით უკ­რა­ი­ნა ვაქ­ცი­ეთ ნა­ცი­ად, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში გახ­და ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას“, პრი­გო­ჟი­ნის თქმით, თუ "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ და­წყე­ბამ­დე უკ­რა­ი­ნას და­ახ­ლო­ე­ბით ჰქონ­და 500 ტან­კი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძო­ლა 20 000-ს ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო, დღეს შე­უძ­ლია 400 000-ს. მისი გან­ცხა­დე­ბით, შე­დე­გი სა­პი­რის­პი­როა - არა დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია, არა­მედ მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია.

პრი­გო­ჟი­ნის თქმით­ვე, დღეს უკ­რა­ი­ნე­ლებს ჰყავთ ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი არ­მია, მომ­ზა­დე­ბის მა­ღა­ლი დო­ნით, კარ­გი დაზ­ვერ­ვით, სხვა­დას­ხვა შე­ი­ა­რა­ღე­ბით და ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ რო­გორც საბ­ჭო­თა, ისე ნა­ტოს ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მას.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­სავ­ლეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში და­დი­ან და დროს ატა­რე­ბენ. მან ახ­სე­ნა შო­ი­გუს სიძე და ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი. პრი­გო­ჟი­ნის თქმით, "ელი­ტის შვი­ლე­ბი მა­ძღრად ცხოვ­რო­ბენ და დროს ატა­რე­ბენ".

"მო­ვუ­წო­დებ რუ­სე­თის ელი­ტას, მო­კი­დეთ ხელი თქვენს ნა­ბიჭ­ვარ შვი­ლებს და გა­უშ­ვით ომში, რო­დე­საც მათ დაკ­რძა­ლავთ, ხალ­ხი იტყვი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა", - თქვა პრი­გო­ჟინ­მა

myquiz