"კონტრშეტევა მალე დაიწყება"- რას აცხადებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი?
კონტრშეტევა მალე დაიწყება, იარაღის საჭირო მინიმუმი გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება”, - განაცხადა ბუდანოვმა.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად მეტი იარაღია საჭირო, კერძოდ კი დასავლური ავიაგამანადგურებლები.
“რუსეთი უნდა გავაგდოთ ჩვენი ტერიტორიიდან. მთელი ჩვენი ძალა და საშუალებები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნის მისაღწევად. იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი მარაგები გვჭირდება ოპერაციის წარმატებით გასაგრძელებლად”, - აღნიშნა ბუდანოვმა.