არესტოვიჩი მორიგ სკანდალში ეხვევა - პოლიტოლოგი ისრაელში, თელ-ავივის სანაპიროზე შენიშნეს
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მორიგ სკანდალში ეხვევა - ის თელ-ავივის ერთ-ერთ სანაპიროზე შენიშნეს. "ვინაიდან არესტოვიჩს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს (მათ შორის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან), მან უკრაინა საომარი მდგომარეობის დროს, სავარაუდოდ, დატოვა, როგორც მრავალშვილიანმა მამამ", - წერს უკრაინული მედია.
ფოტოები "ტელეგრამზე" გამოქვეყნდა და ავტორი წერს, რომ, არესტოვიჩი მეუღლესთან და შვილთან ერთად, ისრაელში ისვენებს.
ამ ცოტა ხნის წინ არესტოვიჩმა "ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო ხელში ისრაელური გაზეთით და წარწერით: "მამათქვენს აქაც და იქაც აჩვენებენ..." მას სოცქსელის მომხმარებლები ფოტოს ქვეშ ეკითხებიან, რა მიზნით იმყოფება ისრაელში, თუმცა ამ კითხვაზე ჯერ არ უპასუხია.