რუსების კოშმარი და პუტინისთვის ომის გაგრძელების მოულოდნელი სცენარი- როგორია ვითარება ბელგოროდის ოლქში | Allnews.Ge

რუსების კოშმარი და პუტინისთვის ომის გაგრძელების მოულოდნელი სცენარი- როგორია ვითარება ბელგოროდის ოლქში

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე აიკრძალა.

ამასთან, ბელგოროდის „ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. იქამდე კი გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ რუსები მასობრივად ბელგოროდს.

bielgorod-384x256-1684818420.webp

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები სპეცოპერაციას ახორციელებენ, რომლის მიზანიც ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლებაა, რათა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უსაფრთხოების გარკვეული ზონა შექმნან.

myquiz