ტრაგედია საფეხბურთო მატჩის დროს - სალვადორში მატჩი დრამად იქცა და სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ტრაგედია საფეხბურთო მატჩის დროს - სალვადორში მატჩი დრამად იქცა და სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

სალ­ვა­დო­რის დე­და­ქა­ლაქ სან სალ­ვა­დორ­ში, სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი "ალი­ან­ცა­სა“ და "ფას“ შო­რის ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ჭყლე­ტის შე­დე­გად სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

პრე­ზი­დენ­მა ნა­ი­იბ ბუ­კე­ლემ მომ­ხდარს "უპ­რე­ცე­დენ­ტო“ უწო­და და გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის 6 კაცი და 2 ქა­ლია. ყვე­ლა მათ­გა­ნი სწრულ­წლო­ვა­ნია.

კა­ტას­ტრო­ფა მას შემ­დეგ მოხ­და, როცა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლა მისი ჩა­კეტვის შემ­დეგ სცა­დეს.

salvadori1-63456-1684741222.webp

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ზო­გი­ერთ გულ­შე­მატ­კი­ვარს ყალ­ბი ბი­ლე­თი მიჰ­ყი­დეს. ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სტა­დი­ო­ნის წი­ნა­ღო­ბის ჩა­მოხ­სნას.

მატ­ჩის ტრანსლა­ცი­ის კად­რებ­ზე კი აღ­ბეჭ­დი­ლია, რომ შეხ­ვედ­რა ტრი­ბუ­ნებ­ზე ჭყლე­ტის გამო შე­ჩერ­და. ასე­ვე კად­რებ­ზე ჩანს, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებს რო­გორ გაჰ­ყავთ და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

"ეს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის "ზვა­ვი" იყო, რომ­ლებ­მაც მთა­ვა­რი კარი შე­მო­ან­გრი­ეს, ზო­გი­ერ­თი მის ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვა. ნა­წილ­მა ტრი­ბუ­ნებ­ზე შე­აღ­წია, იქი­დან მო­ე­დან­ზე, სა­დაც ჭყლე­ტი­სას გა­ი­გუ­დნენ", -უყ­ვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს პირ­ვე­ლა­დი დახმრე­ბის მო­ხა­ლი­სე.

პრე­ზი­დენტ ბუ­კე­ლეს გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა და ის მო­იკ­ვლევს გუნ­დე­ბის, მე­ნე­ჯე­რე­ბის, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის, სა­ფეხ­ბურ­თო ლი­გი­სა და ფე­დე­რა­ცი­ის პი­რე­ბის მოქ­მე­დე­ბებს. "ვინც არ უნდა იყოს დამ­ნა­შა­ვე, ის და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა“, - წერს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი "ტვი­ტერ­ზე".

"სალ­ვა­დო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის“ წევ­რმა ლუის ალონ­სომ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 500 ადა­მი­ანს გა­ე­წია, ბევ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სალ­ვა­დო­რის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­მა­შე­ბი შე­ა­ჩე­რა.

myquiz