კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა | Allnews.Ge

კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციაზე 75 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე განცხადება გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

„მოლდოვას არ სურს კრემლის მხრიდან დაშანტაჟებული იყოს. მოვედით იმისთვის, რომ ხმამაღლა, თავდაჯერებულად და ამაყად გვეთქვა : მოლდოველები ევროპელები არიან! ეს არის ჩვენი ხალხის შანსი იცხოვროს მშვიდობიანად და კეთილდღეობაში“, - განაცხადა მაია სანდუმ.

დემონსტრანტებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაერთიანებისთვის უკვე მზადაა.

„ევროკავშირმა უნდა მიიღოს მოლდოვა გაშლილი ხელებითა და გულით. ის უკვე მზადაა ევროინტეგრაციისთვის. ეს ჩვენ ორივეს გვეხება: თქვენ ევროპას გააძლიერებთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

myquiz