კოლუმბიის ჯუნგლებში 2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ | Allnews.Ge

კოლუმბიის ჯუნგლებში 2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ

კო­ლუმ­ბი­ა­ში 1-ლ მა­ისს მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, ოთხ ბავ­შვს ეძებ­დნენ, რომ­ლე­ბიც კა­ტას­ტრო­ფის დროს თვითმფრი­ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ახ­ლა­ხან, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბი იპო­ვეს და ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია და-ძმა­ზე, რო­მელ­თა მათ შო­რის უფ­რო­სი 13 წლი­საა მომ­დევ­ნო, 9 წლის, 4 წლის და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - 11 თვის ჩვი­ლი.

344590484-923255878942847-3546251687405129882-n-53842-1684475976.jpg

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დროს თვითმფრი­ნავ­ში სულ შვი­დი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და - სამი ზრდას­რუ­ლი და ოთხი ბავ­შვი. ყვე­ლა ზრდას­რუ­ლი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბის დედა. რო­გორც BBC-ი წერს, მო­ზარ­დე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ჯუნ­გლებ­ში იპო­ვეს.

ცნო­ბის­თვის, მცი­რე ზო­მის თვითმფრი­ნა­ვი, Cessna 206, პირ­ველ მა­ისს არა­რა­კუ­ა­რა­დან სან ხოსე დელ გუ­ა­ვი­ა­რის­კენ მიფ­რი­ნავ­და, რა დრო­საც გა­უ­ჩი­ნარ­და. ფრე­ნამ­დე მისი პი­ლო­ტი ძრა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობ­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­შიც 100-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი იყო ჩარ­თუ­ლი, თვითმფრი­ნა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას იპო­ვეს ასე­ვე ორი პი­ლო­ტი­სა და ბავ­შვე­ბის დე­დის, 33 წლის მაგ­და­ლე­ნა მუ­კუ­ტუ­ის ცხედ­რე­ბი, თუმ­ცა ბავ­შვე­ბი არ­სად ჩან­დნენ.არას­რულ­წლო­ვა­ნი მგზავ­რე­ბი 2 კვი­რა­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ და­კარ­გუ­ლე­ბი

მაშ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც თან მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი ახ­ლდათ, აცხა­დე­ბენ, რომ მათ ტყე­ში ხი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი, ბავ­შვის სა­წო­ვა­რა ბოთ­ლი და მაკ­რა­ტე­ლი იპო­ვეს, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჯუნ­გლე­ბის მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რით გა­კე­თე­ბუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბიც.

ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დი­ო­სად­გუ­რი აცხა­დებს, რომ ბავ­შვე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ის მკვიდრმა იპო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ეძებ­დნენ, ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ადას­ტუ­რე­ბენ მათი პოვ­ნის ფაქტს, რად­გან მო­ზარ­დე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ჯერ არ უნა­ხავთ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ მათ და­უ­კავ­შირ­დნენ იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი და გა­დარ­ჩე­ნილ­თა პოვ­ნის შე­სა­ხებ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია.

myquiz