საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა | Allnews.Ge

საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

„მივესალმები საფრანგეთის სენატის ისტორიულ გადაწყვეტილებას, აღიაროს 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სენატორებს, რომლებმაც რეზოლუცია მოამზადეს და მხარი დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას მარტში მხარი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამაც, დაუჭირა.

myquiz