თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება: ხმების 97.77%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 50 პროცენტზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო | Allnews.Ge

თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება: ხმების 97.77%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 50 პროცენტზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო

HaberTurk-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 97.77 პრო­ცენ­ტის დათ­ვლის შემ­დეგ, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ხმე­ბის 49.34 პრო­ცენ­ტით ლი­დე­რობს, მის კონ­კუ­რენტს, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს კი - 44.98 პრო­ცენ­ტი აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­სა­მე კან­დი­დატს, სი­ნან ოგანს,წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის 5.24 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო.

ცნო­ბი­სათ­ვის, თუკი ხმე­ბის 50 პრო­ცენტზე მეტს ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი ვერ მო­აგ­რო­ვებს, ქე­ყა­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნე­ბა.

ამას­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ერ­დო­ღა­ნის "სა­ხალ­ხო ალი­ან­სი“ ხმე­ბის 49.31 პრო­ცენ­ტით ლი­დე­რობს, ოპო­ზი­ცი­ის "ეროვ­ნულ­მა ალი­ან­სმა“ კი ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის 35.21 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო. დათ­ვლი­ლია ხმე­ბის 97.67 პრო­ცენ­ტი.

myquiz