შვედეთი "ევროვიზიის" გამარჯვებულია - ვინ რომელი ადგილი დაიკავა კონკურსზე და როგორ გადანაწილდა საქართველოდან ჟიურის ქულები | Allnews.Ge

შვედეთი "ევროვიზიის" გამარჯვებულია - ვინ რომელი ადგილი დაიკავა კონკურსზე და როგორ გადანაწილდა საქართველოდან ჟიურის ქულები

ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი, "ევ­რო­ვი­ზია 2023" დას­რულ­და და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შვე­დე­თი გახ­და.

წელს შვე­დეთს კონ­კურ­სზე Loreen-ი წა­რად­გენ­და სიმ­ღე­რით Tattoo. კონ­კურ­სის და­სა­წყი­სი­დან­ვე ის ფა­ვო­რი­ტებს შო­რის სა­ხელ­დე­ბო­და.

loren3-27662-1684053605.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ეს კონ­კურ­სი უკვე მე­ო­რედ მო­ი­გო. პირ­ვე­ლად - 2012 წელს. ლო­რე­ნი "ევ­რო­ვი­ზი­ის" ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რეა, რო­მელ­მაც მისი მო­გე­ბა ორ­ჯერ შეძ­ლო. მა­ნამ­დე ასე­თი შე­დე­გი მხო­ლოდ ირ­ლან­დი­ელ ჯონი ლო­განს ჰქონ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვე­დე­თი უკვე მეშ­ვი­დედ გახ­და ევ­რო­ვი­ზი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა,

"ჩემს ყვე­ლა­ზე გი­ჟურ ოც­ნე­ბებ­შიც კი არ მე­გო­ნა რომ ასე­თი რამ მოხ­დე­ბო­და", - თქვა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა.

გა­მარ­ჯვე­ბის მო­მენ­ტი:

კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი ასე­თია - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი შვე­დე­თი, მე­ო­რე ფი­ნე­თი, მე­სა­მე ად­გილ­ზე ის­რა­ე­ლი გა­ვი­და, მე­ო­თხე­ზე იტა­ლია, ხოლო მე­ხუ­თე­ზე ნორ­ვე­გია. წელს კონ­კურ­სის ბო­ლო­ად­გი­ლო­სა­ნი გერ­მა­ნია გახ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რო­გორ გა­და­ნა­წილ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან ჟი­უ­რის ქუ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­დან ჟი­უ­რიმ 1 ქულა ფი­ნეთს და­უ­წე­რა, 2 ავ­სტრა­ლი­ას, 3 კვიპ­როსს, 4 ქულა შვე­დეთს, 5 ეს­ტო­ნეთს, 6 ლი­ე­ტუ­ვას, 7 ის­რა­ელს, 8 იტა­ლი­ას, 10 სომ­ხეთს, ხოლო 12 ბელ­გი­ას.

სა­ქარ­თვე­ლო­დან ჟი­უ­რის მიერ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის გრა­ფა:

qulebi-27870-1684053736.jpg

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის ქუ­ლე­ბის ამ­გვა­რი გა­ნა­წი­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­გან ერთი ქუ­ლაც ვერ მი­ი­ღო.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბო­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე 2016 წელს გა­ვი­და, როცა ქვე­ყა­ნას ნიკა კო­ჩა­რო­ვი და ჯგუ­ფი Young Georgian Lolotaz წა­რად­გენ­და.

myquiz