"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, სანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ" - განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში | Allnews.Ge

"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, სანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ" - განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

თუ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი აღ­დგე­ბა, კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტებ­ში შე­საძ­ლოა, და­სან­ქცი­რე­ბის რის­კის ქვეშ დად­გნენ ,- ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რის მო­ად­გი­ლემ ვე­დანტ პა­ტელ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთე­ლი და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის­გან დის­ტან­ცირ­და და ახლა არ­ცერ­თი ქვეყ­ნის­თვის არ არის დრო, რომ გა­ზარ­დოს საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­თან.

"მრა­ვა­ლი და­სავ­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რუ­სულ თვითმფრი­ნა­ვებს თა­ვი­ანთ სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შეს­ვლას უკ­რძა­ლავს. თუ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი აღ­დგე­ბა, ჩვენ რა თქმა უნდა, შევ­შფოთ­დე­ბით, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტებ­ში შე­საძ­ლოა, და­სან­ქცი­რე­ბის რის­კის ქვეშ დად­გნენ, თუ ისი­ნი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან იმ თვითმფრი­ნა­ვებს, რო­მელ­თა მი­მარ­თაც იმ­პორ­ტი­სა და ექ­სპორ­ტის კონ­ტრო­ლი მოქ­მე­დებს. მთე­ლი და­სავ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის­გან დის­ტან­ცირ­და და ახლა არ­ცერ­თი ქვეყ­ნის­თვის არ არის დრო, რომ გა­ზარ­დოს საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­თან. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ­ჯო­ბი­ნებს, რუ­სეთ­მა გა­იყ­ვა­ნოს მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს 20 პრო­ცენ­ტით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, ვიდ­რე იხი­ლოს პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა თუ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვე­დანტ პა­ტელ­მა ბრი­ფინგზე შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის პა­სუ­ხად.

myquiz