მსოფლიოში კომპანიები მასშტაბურად 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან - რატომ არის ნაკლები მუშაობა კარგი? | Allnews.Ge

მსოფლიოში კომპანიები მასშტაბურად 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან - რატომ არის ნაკლები მუშაობა კარგი?

გლობალურმა კრიზისმა, რომელიც 2022 წელს, პანდემიის შემდეგ გამწვავდა, ახალი პრობლემა წარმოშვა: ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ექსტრემალური სტრესის წინაშე დგანან. მეცნიერები თვლიან, რომ მათი ემოციური მდგომარეობა შესაძლოა, მოქნილმა გრაფიკმა და მოკლე სამუშაო კვირამ გააუმჯობესოს.

ზოგიერთმა დამსაქმებელმა უკვე სცადა ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვა, თუმცა, ამგვარი რეჟიმის მოწინააღმდეგეები მის არაეფექტურობაში ჯერ კიდევ დარწმუნებულნი არიან და სამუშაო დღის შემცირებას პროდუქტიულობის საფრთხედ მიიჩნევენ.

პანდემიის დროს დისტანციურ სამუშაოზე მასიურ გადასვლასთან ერთად, მსოფლიომ აქტიურად დაიწყო განხილვა ოქროს სტანდარტიდან გადახრის შესაძლებლობის შესახებ - 8-საათიანი სამუშაო დღე ოფისში და 5-დღიანი სამუშაო დღე. მკვლევარები კვლავ საუბრობენ სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის მნიშვნელობაზე და მსოფლიოს არაერთი წარმატებული ადამიანი ეხმაურება მოსაზრებას, რომ ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ბედნიერი თანამშრომლებია.

ამ ყველაფერს დაემატა ისეთი მსხვილი კორპორაციების მაგალითები, როგორიცაა „მაიკროსოფტის“ იაპონური განყოფილება, რომელმაც განაცხადა, რომ 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებით პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა.

2022 წლიდან, მსხვილი გლობალური კომპანიები, რომლებიც სთხოვენ თანამშრომლებს, ოფისში კვირაში რამდენჯერმე მისვლას, არის: Amazon-ი, Apple-ი , Citigroup-ი, Disney, Goldman Sachs-ი, Google-ი და სხვა.

ახლა კი, ზოგიერთი დამსაქმებელი ამოწმებს ახალ სქემას თანამშრომლებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით დაბრუნდებიან ოფისში. ეს არის 4-დღიანი სამუშაო კვირა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეების 2/3-ს ურჩევნია იმუშაოს ოფისიდან ყოველდღე ოთხი დღის განმავლობაში, ვიდრე ხუთი დღე. მეტიც, დასაქმებულთა 92% საუბრობს სამუშაო კვირის შემცირების დადებით გავლენაზე პირად ცხოვრებაზე. იხილეთ სრულად

myquiz