როგორ იქცა ბახმუტი პუტინის გარემოცვაში განხეთქილების მიზეზად? | Allnews.Ge

როგორ იქცა ბახმუტი პუტინის გარემოცვაში განხეთქილების მიზეზად?

უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლად მიჩ­ნე­უ­ლი ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი, რომ­ლის აღე­ბა­საც რუ­სე­თი სხვა­დას­ხვა ძა­ლით, ნა­ხე­ვარ წელ­ზე მე­ტია ცდი­ლობს, უკვე იქცა პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზად...

ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­სა და რამ­ზან კა­დი­როვს შო­რის. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში "ვაგ­ნე­რებს" უჭერ­და მხარს, თუმ­ცა შემ­დეგ პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა და ისევ შო­ი­გუ-გე­რა­სი­მო­ვის პო­ზი­ცია და­ი­ჭი­რა.

"პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლი" არა­ერ­თხელ და­ი­მუქ­რა, რომ თუ საბ­რძო­ლო მა­სა­ლას არ მი­აწ­ვდიდ­ნენ, ბახ­მუ­ტი­დან თა­ვის დაჯ­გუ­ფე­ბას გა­მო­იყ­ვან­და. ამ ულ­ტი­მა­ტუ­მის გამო, კა­დი­როვ­მა კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა ძვე­ლი მო­კავ­ში­რე და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ურ­ჩია, ბო­ლოს და ბო­ლოს გა­მო­ეყ­ვა­ნათ ის "მუ­სი­კო­სე­ბი ბახ­მუ­ტი­დან და ერ­თად ენა­ხათ, რას შეც­ვლი­და მათი არ­ყოფ­ნა"...meduza.io-ს ცნო­ბით, ია­რა­ღის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნი­სა და მო­რი­გი ულ­ტი­მა­ტუ­მის შემ­დეგ, პრი­გო­ჟინ­მა კი­დევ ერთი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სუ­ლი არ­მია ბრძო­ლის ვე­ლი­დან გარ­ბის და ირო­ნი­უ­ლად სა­უბ­რობს ვინ­მე ბედ­ნი­ერ ბა­ბუ­ა­ზე, რო­მე­ლიც არ­ხე­ი­ნად უყუ­რებს, რო­გორ იხო­ცე­ბი­ან ბახ­მუ­ტში მისი სამ­ხედ­რო­ე­ბი.

"ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს ხო­ცა­ვენ. ბედ­ნი­ე­რი ბა­ბუა კი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. რო­გორ უნდა მო­ვი­გოთ ომი თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს ბა­ბუა ნამ­დვი­ლი სუ­ლე­ლია?!" - ამ­ბობს პრი­გო­ჟი­ნი და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას ბედ­ნი­ერ ბა­ბუ­ას აბ­რა­ლებს.

"ბრძო­ლის ნაც­ვლად, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუდ­მი­ვად ინ­ტრი­გე­ბია, ჩვე­ნი არ­მია გარ­ბის - 72-ე ბრი­გა­დამ, დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში, რამ­დე­ნი­მე კმ-ით და­ი­ხია და­კა­ვე­ბუ­ლი იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რომ­ლის აღე­ბა­საც ჩემი 500 ჯა­რის­კა­ცი შე­ე­წი­რა, რად­გან ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი პლაც­დარ­მი იყო... ჩვენ მას ვბლო­კავ­დით. ჩვენ­მა არ­მი­ამ კი, უბ­რა­ლოდ, მო­კურ­ცხლა... - აცხა­დებს პრი­გო­ჟი­ნი. (წა­ი­კი­თხეთ: "რა­ტომ ვზე­ი­მობთ, რას აღ­ვნიშ­ნავთ? რო­გორ უნდა მო­ვი­გოთ ომი, თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­ბუა სუ­ლე­ლია?" - პრო­გო­ჟი­ნის მო­რი­გი "დარ­ტყმა" პუ­ტი­ნის გე­ნე­რა­ლი­ტეტს და ორაზ­რო­ვა­ნი მი­მარ­თვა)

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრონ­ტის ფლან­გებს არ­ღვე­ვენ და ზა­პო­რო­ჟი­ე­ში გა­დაჯ­გუ­ფე­ბას ახ­დე­ნენ, სა­ი­და­ნაც უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში კონ­ტრშე­ტე­ვას და­ი­წყე­ბენ.

რუსი ბლო­გე­რის ალექ­სან­დრ მარ­კო­ვის მო­საზ­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­დე­ბა, რომ პრი­გო­ჟინს სად­მე ცხელ წერ­ტილ­ში მოკ­ლულს იპო­ვი­ან და შემ­დეგ, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას ისევ მკვლე­ლე­ბი და­ი­წყე­ბენ."აქამ­დე ისე მო­ვი­და, ეტყო­ბა მარ­თლა და­ი­ჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მისი გეგ­მის მი­ხევ­დით მი­დი­ო­და. არა­და, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს, ისე, რო­გორც მათ სურ­დათ, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში, სი­რი­ა­ში, ლი­ბი­ა­შიც და უკ­რა­ი­ნა­შიც... ორი ვა­რი­ან­ტი, ან კა­დი­როვ­მა აჯო­ბა ჭკუ­ით, ან პრი­გო­ჟინ­მა მარ­თლა და­ი­ჯე­რა, რომ თა­ვი­სი ბიზ­ნე­სე­ბის გამო, სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი ჰყავ­და და თუ მო­ინ­დო­მებ­და, პუ­ტი­ნის შეც­ვლაც შე­ეძ­ლო. ან შო­ი­გუ_გე­რა­სი­მო­ვის ად­გილს ის და მისი კლა­ნის წევ­რე­ბი და­ი­კა­ვებ­დნენ... ღმერ­თმა და­ლო­ცოს რუ­სუ­ლი კო­რუფ­ცია, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პატ­რი­ო­ტიზ­მზე კი არა, ყვე­ლა­ფერ­ზე ძლი­ე­რია" - წერს ბლო­გე­რი.

"ბახ­მუ­ტი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ პრი­გო­ჟინს ერ­თა­დერ­თი გზა რჩე­ბა - და­ი­წყოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რად­გან გა­მო­დის, რომ ის ასო­ბით ადა­მი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყუ­ი­ლად და­ხო­ცი­ლა... სად უნდა წა­იყ­ვა­ნოს და­ნარ­ჩე­ნი? მორ­ჩა, ბი­ჭე­ბო, აღარ გვჭირ­დე­ბი­თო, ვე­ღარ ეტყვის, რად­გან მათ მხო­ლოდ სრო­ლა და ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა იცი­ან. აღარც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მი­ი­ღე­ბენ. ანუ "ვაგ­ნე­რი" ჩიხ­შია - ან და­პი­რის­პი­რე­ბა, ან თვით­მკვლე­ლო­ბა." - წერს სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი ოლეგ ლუ­ჟო­ვი.

myquiz