8 თუ 9 მაისი? - როდის და როგორ იზეიმეს გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირში პირველად? | Allnews.Ge

8 თუ 9 მაისი? - როდის და როგორ იზეიმეს გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირში პირველად?

9 მა­ისს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა თვი­თონ 9 მა­ი­სი საკ­მა­ოდ არა­ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღია.

8 თუ 9 მა­ი­სი?

საქ­მე ის არის, რომ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას 7 მა­ისს, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რე­იმსში, მო­კავ­ში­რე­ე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, დუ­ა­იტ ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რის შტაბ­ში მო­ე­წე­რა ხელი. გერ­მა­ნელ­თა მხრი­დან ხელს აწერ­და გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი ალფ­რედ იოდ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 4 მა­ისს და­ი­წყო, მას­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გე­ნე­რა­ლი სუს­ლო­პა­რო­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა დო­კუ­მენტს სა­ბო­ლო­ოდ ხელი მხო­ლოდ მო­კავ­ში­რე­ებ­მა მო­ა­წე­რეს, რად­გან სტა­ლინ­მა შე­თან­ხმე­ბის ტექ­სტში შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნა მო­ი­თხო­ვა. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სწო­რედ 7 მა­ისს აღი­ა­რეს სა­ერ­თო კა­პი­ტუ­ლა­ცია მო­კავ­ში­რე­თა წი­ნა­შე.

kapitulatsia-w-h-46976-1683626924.jpeg

კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის ხელ­მო­წე­რა ქა­ლაქ რე­იმსში

დო­კუ­მენ­ტი ხუთი პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა. მას­ში წე­რია, რომ გერ­მა­ნია მო­კავ­ში­რე­თა ძა­ლებ­სა და სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბას ნებ­დე­ბო­და. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ეს ერ­თა­დერ­თი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის აქტი არ არის, რო­მე­ლიც გა­ფორმ­და. სტა­ლი­ნის მო­თხოვ­ნით, ფაქ­ტობ­რი­ვად, იდენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას ხელ­მე­ო­რედ მო­ე­წე­რა ხელი 8 მა­ისს ღა­მით, ბერ­ლი­ნის ოლ­ქში, კერ­ძოდ, კარლ­სჰორსტის საბ­ჭო­თა შტაბ-ბი­ნა­ში. ამ­ჯე­რად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გერ­მა­ნი­ის მხრი­დან ხელს აწერ­და ფელდმარ­შა­ლი კა­ი­ტე­ლი (ფელდმარ­შა­ლი გე­ნერ­ლის უმაღ­ლე­სი რან­გი იყო), საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მხრი­დან კი - მარ­შა­ლი ჟუ­კო­ვი. სტა­ლი­ნის მო­თხოვ­ნით ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი ყვე­ლა მხა­რემ ცნო და აღი­ა­რა. გერ­მა­ნუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო აქ­ტი­ვო­ბა 8 მა­ისს, სა­ღა­მოს 23:01 სა­ათ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­წყდა. ამ დროს კი მოს­კოვ­ში, ისე­ვე, რო­გორც საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში 9 მა­ი­სის, 01:01 სა­ა­თი იდგა.

kapityliacia-46885-1683626945.jpg

კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის ხელ­მო­წე­რა კარლ­სჰორსტში

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბას ევ­რო­პა­ში 8 მა­ისს აღ­ნიშ­ნა­ვენ, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის დიდ ნა­წილ­ში დღემ­დე - 9 მა­ისს.

რო­დი­დან და რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­მარ­ჯვე­ბის დღეს?

1945 წლის 9 მა­ისს მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვა ვერ მო­ას­წრო, თუმ­ცა ხალ­ხმა თა­ვად იზე­ი­მა. გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩებ­ში, ერ­თმა­ნეთს ეხუ­ტე­ბოდ­ნენ, ერ­თო­ბოდ­ნენ, ცეკ­ვავ­დნენ.

ცნო­ბი­ლი აღ­ლუ­მი თით­ქმის ერთი თვის შემ­დეგ, 24 ივ­ნისს ჩა­ტარ­და. ომის ყვე­ლა ფრონ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი პოლ­კი შე­იქ­მნა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ახა­ლი ფორ­მე­ბი შე­ი­კე­რა, მათ შო­რის ახა­ლი ჩემ­ქე­ბიც. მე­ტიც, ჯა­რის­კა­ცებს დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით და მო­თხოვ­ნე­ბით არ­ჩევ­დნენ. ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ერთ-ერთი და­წე­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი იყო, რომ ყვე­ლა სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და 1.7 მეტრზე და­ბა­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. აღ­ლუმს კონ­სტან­ტი­ნე რო­კოს­სოვ­სკი მარ­თავ­და, ჩა­ბა­რე­ბით კი - მარ­შალ­მა ჟუ­კოვ­მა ჩა­ი­ბა­რა. იხილეთ სრულად

myquiz