პატიმრობა, წამება და დამცირება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე- როგორ ცდილობენ ქალები დუბაის მმართველისგან თავის დაღწევას | Allnews.Ge

პატიმრობა, წამება და დამცირება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე- როგორ ცდილობენ ქალები დუბაის მმართველისგან თავის დაღწევას

"გაქ­ცე­უ­ლი პრინ­ცე­სე­ბი“ - ამ სა­თა­უ­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ცე­მა New Yorker-მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლის, მუ­ჰა­მედ ალ მა­კტუ­მის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლის­ტი ჰე­ი­დი ბლე­ი­კი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, თუ რო­გორ ცდი­ლობ­დნენ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრინ­ცე­სე­ბი შამ­სა და ლა­ტი­ფა გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ მა­მი­სა და ოჯა­ხის­გან, სა­დაც ისი­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­ტიმ­რო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

სტა­ტი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი და გო­გო­ნე­ბის ხან­გრძლი­ვი მზა­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მის სი­უ­ჟეტს ჰგავს. წა­მე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, აღ­ზრდის უმ­კაც­რე­სი მე­თო­დე­ბი, სა­უ­ბა­რია შე­ი­ხის ერთ-ერთ ცოლ­ზეც, პრინ­ცე­სა ჰა­ი­ა­ზე, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა შეძ­ლო. ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა დუ­ბა­ის ემი­რის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და შე­ე­ცა­და გა­ე­გო, რა ხდე­ბა ახლა ლა­ტი­ფა­სა და შამ­სას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

rashid-al-maktoum-67817-1683358037.jpg

მმარ­თვე­ლი, მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტებს იკა­ვებს. ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა თავი, რო­გორც პროგ­რე­სულ პო­ლი­ტი­კოსს. თა­ნამ­შრომ­ლობს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან, მხარს უჭერს თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს, ქალ­თა უფ­ლე­ბებ­სა და გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რი არც ისე იდე­ა­ლუ­რად არის მა­შინ, როცა კა­მე­რე­ბი გა­მორ­თუ­ლია.

ის სას­ტი­კად ექ­ცე­ვა ქა­ლებს, ერ­თგუ­ლია კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ხოლო ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და ცოლი, რომ­ლე­ბიც მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ, ბრალს სდე­ბენ ძა­ლა­დო­ბა­ში.

117293097-shamsa-latifa-67994-1683358049.jpg

მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა და კავ­ში­რი დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-თან

მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი ნამ­დვი­ლად არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც დუ­ბაი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე მეტ­რო­პო­ლი­სად აქ­ცია. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­იქ­მნა ხე­ლოვ­ნუ­რი პალ­მის ცნო­ბი­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი, აშენ­და ცა­თამბჯე­ნე­ბი, მათ შო­რის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა, ბურჯ ხა­ლი­ფა (თავ­და­პირ­ვე­ლად და­გეგ­მი­ლი იყო 80 სარ­თუ­ლი, მაგ­რამ ემი­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ცა­თამბჯე­ნი ორ­ჯერ მა­ღა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო - 163 სარ­თუ­ლი). მუ­ჰა­მედ­მა და­ა­არ­სა ავი­ა­კომ­პა­ნია Fly Emirates. მის მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დუ­ბაი გა­და­აქ­ცია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თულ გა­და­ზიდ­ვის ცენ­ტრად და ნუ­ლო­ვა­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბის მქო­ნე ზო­ნად, რო­მელ­მაც მი­ი­ზი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კე­ბი და ბიზ­ნე­სი. იხილეთ სრულად

myquiz