დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე კარლ მესამის კორონაციის ცერემონია გაიმართება | Allnews.Ge

დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე კარლ მესამის კორონაციის ცერემონია გაიმართება

გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე კარლ მესამის კორონაციის ცერემონია დღეს გაიმართება. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ქვეყანაში 11:00 საათზე დაიწყება.

მონარქად კურთხევის ცერემონიაზე ისტორიულ სკამებს გამოიყენებენ, რომელთა რესტავრაციაც უკვე სრულდება.

მეფედ კურთხევის ცერემონიისთვის ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში ისტორიული ქვა ჩამოიტანეს, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში იმართებოდა კორონაცია. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას სამეფო ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და ცნობილი ადამიანები მიიღებენ.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ქვეყნის ახალი მონარქი გახდა.

myquiz