ვინ არის უკრაინელი ბიზნესმენი, ვინც 9 მაისს, წითელ მოედანზე დრონით შეღწევაში 500 000 დოლარს იხდის? | Allnews.Ge

ვინ არის უკრაინელი ბიზნესმენი, ვინც 9 მაისს, წითელ მოედანზე დრონით შეღწევაში 500 000 დოლარს იხდის?

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად რომ ოს­ტატ­დე­ბი­ან, სა­ი­დუმ­ლო აღა­რა­ვის­თვის არის. ისი­ნი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან რუ­სულ ტექ­ნი­კას, ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი დრო­ნე­ბით პან­ტა-პუნ­ტით ანად­გუ­რე­ბენ. მათი ერთ-ერთი ბოლო "ნა­დავ­ლი" გახ­და მძი­მე სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა "სოლნცე­პი­ო­კი“.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "სოლნცე­პი­ო­კი“ შე­და­რე­ბით არა­ზუს­ტი სის­ტე­მაა (რად­გან მისი ჭურ­ვე­ბი არა­მარ­თვა­დია), მას მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის დიდი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია. უგ­ლე­დარ­თან, რუ­სე­ბის შე­ტე­ვის დროს, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი დრო­ნი წარ­მა­ტე­ბით "შე­ას­კდა“ "სოლნცე­პი­ოკს“, რის შემ­დე­გაც "ლა­მა­ზად" გა­ნად­გურ­და. სხვა­თა შო­რის, ამ სის­ტე­მის ზუს­ტი ფასი უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, რომ მხო­ლოდ ერთი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ზალ­პი 120-150 000 დო­ლა­რი ღირს.

დრო­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი ომი ოკუ­პან­ტე­ბის მო­რა­ლუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბის დაგ­დე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ერთ-ერთი მწარ­მო­ე­ბე­ლი და "მო­ნო­ბან­კის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვლა­დი­მირ ია­ცენ­კო მზად არის 500 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დოს ყვე­ლას, ვინც ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის დრონს 9 მა­ისს, წი­თელ მო­ე­დან­ზე დას­ვამს. ინი­ცი­ა­ტი­ვას უკ­რა­ი­ნა­ში უზარ­მა­ზა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ ერ­თგვარ კონ­კურ­სზე 1147 მო­ნა­წი­ლე და­რე­გის­ტრირ­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში 1500-ზე მეტი დრო­ნია წარ­დგე­ნი­ლი. კი­ე­ვი­დან მოს­კო­ვამ­დე 756კმ-ია. უკ­რა­ი­ნელ მწარ­მო­ებ­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი, თუმ­ცა არა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­მოწ­ვე­ვა აქვთ.

ვლა­დი­მირ ია­ცენ­კო ამ­ბობს, რომ სა­ბან­კო საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ­დე ინ­ჟი­ნერ-რა­დი­ო­ფი­ზი­კო­სის გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, შემ­დეგ კი პროგ­რა­მის­ტი გახ­და. ავი­ა­ცი­ით ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი უბიძ­გა, რომ ჰობი ექ­ცია საქ­მედ და ასე და­ი­წყო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შექ­მნა და წარ­მო­ე­ბა.

"და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად, შეგ­ვექ­მნა ძა­ლი­ან იაფი და ქმე­დი­თი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად. ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, რო­დე­საც ჩვე­ნი დრო­ნი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებს გა­და­ვე­ცით, 10 დღე­ში ჩა­მო­აგ­დო რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ. მის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ "ბუ­კის" სის­ტე­მა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვა­ი­ძუ­ლეთ მტე­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი, სა­ბა­ზი­სო უპი­ლო­ტო აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც 5000 დო­ლარ­ზე მეტი არ ღირს, ჩა­მო­ეგ­დო რა­კე­ტით, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 200 000 დო­ლა­რია", - ჰყვე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნი ერთ-ერთ უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მას­თან.

დღეს კრემ­ლის თავ­ზე რამ­დე­ნი­მე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს რუ­სებ­მა. თვი­თონ ეს ფაქ­ტი უკვე სტი­მუ­ლია 9 მა­ი­სის კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის. რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის­თვის აღ­ლუ­მის დღე ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი იქ­ნე­ბა, რად­გან მთე­ლი დღე იმის შიშ­ში უნდა იყ­ვნენ, რომ მათ ცაში სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­იჭ­რას.

ამ­ბო­ბენ, რომ მოს­კო­ვი, კერ­ძოდ კი კრემ­ლის ტე­რი­ტო­რია ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი წერ­ტი­ლია. ვნა­ხოთ, 9 მა­ი­სი გვიჩ­ვე­ნებს, ეს რე­ა­ლო­ბაა თუ მო­რი­გი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მითი.

myquiz