მეფე ჩარლზის კორონაციის დეტალები ცნობილი ხდება: როდის შედგება საზეიმო ღონისძიება?
გაერთიანებული სამფოს მონარქების კორონაციის ცერემონიებს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. გასული წლის სექტემბერში, მეფე ჩარლზ III ტახტზე დედის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. კორონაციის (Operation Golden Orb.) მსახურება შაბათს, ვესტმინსტერის სააბატოში, 6 მაისს, დილის 11 საათზე დაიწყება. ბრიტანეთში ეკონომიკური კრიზისის გამო, ისტორიული ცერემონია წინასთან შედარებით, უფრო ბიუჯეტური იქნება.
1066 წლიდან მოყოლებული, დღემდე ვესტმინსტერის სააბატო კორონაციის ცერემონიების ადგილია. ღვთისმსახურებას, რომელსაც კენტერბერის არქიეპისკოპოსი აღავლენს, დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახები მთელი მსოფლიოდან, მეფე ჩარლზი დადებს ფიცს და წმინდა ედუარდის გვირგვინს დაიდგამს. გვირგვინი დამზადებულია 22-კარატიანი ოქროსგან, ბრილიანტებისგან, ლალისგან, ამეთვისტოსგან, საფირონისგან, ტოპაზებისა და ტურმალინისგან.
მსახურება დაიგეგმა სხვადასხვა სარწმუნოებისა და სათემო ჯგუფების წარმომადგენლობით, რათა, მეფის სურვილის შესაბამისად, რიტუალის დროს სრულად წარმოჩინდეს თანამედროვე ბრიტანეთის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. იხილეთ სრულად