ათობით გარდაცვლილი საქველმოქმედო აქციის დროს - რა მოხდა იემენში? | Allnews.Ge

ათობით გარდაცვლილი საქველმოქმედო აქციის დროს - რა მოხდა იემენში?

იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში რამადანთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქციის დროს ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 78 ადამიანი დაიღუპა.

Reuters-ის ცნობით, სკოლაში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა მიეღოთ შემოწირულობა, რომელიც ერთ ადამიანზე დაახლოებით 9 აშშ დოლარს შეადგენდა.

იემენის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო აქციაზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს.

იემენი გაანადგურა კონფლიქტმა, რომელიც 2015 წელს გამწვავდა, როდესაც ქვეყნის დასავლეთის დიდ ნაწილზე კონტროლი ჰუსიტებმა დაამყარეს. ქვეყნის პრეზიდენტი, აბდ რაბუჰ მანსურ ჰადი, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარისო ნაწილებმა წინააღმდეგობა განაგრძეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იემენში წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას 150 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 23 მილიონზე მეტი ადამიანი კი - მოსახლეობის სამი მეოთხედი - გარკვეული სახის დახმარებას საჭიროებს.

myquiz