სუდანში ბრძოლები გრძელდება: როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველების დიდი ნაწილი Geo Sky-ის თანამშრომელია - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში? | Allnews.Ge

სუდანში ბრძოლები გრძელდება: როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველების დიდი ნაწილი Geo Sky-ის თანამშრომელია - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში?

BBC -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­და­ნა­ში კვლავ უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ქვეყ­ნი­დან, სა­დაც არე­უ­ლო­ბა 16 აპ­რი­ლის ღა­მეს და­ი­წყო, სულ უფრო რთულ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, სუ­დან­ში გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლებ­სა" და ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რაც ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა. სუ­და­ნის არ­მი­ამ დე­და­ქა­ლა­ქის ხარ­ტუ­მის მიმ­დე­ბა­რედ და ომ­დურ­მან­ში "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის" ბა­ზებ­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა

BBC -მ სუ­და­ნის ექიმ­თა კავ­შირ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პუ­ლია 100 - ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, და­შა­ვე­ბუ­ლია 1200-ზე მეტი.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბით, სუ­და­ნის დე­და­ქა­ლაქს და მის გარ­შე­მო ის­მის მძი­მე სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის ხმე­ბი.

სუ­და­ნის არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ­მა აბ­დელ ფა­ტახ ალ-ბურ­ხა­ნი ალ-ჯა­ზი­რას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა, აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლებ­თან". მისი თქმით, თუკი ისი­ნი უარს იტყვი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და არ დაყ­რი­ან ია­რაღს, სუ­და­ნის დე­და­ქა­ლაქ ხარ­ტუმ­სა და ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში შე­იყ­ვა­ნენ სამ­ხედ­რო ძა­ლებს.

33db66j-highres-3-1681795187.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის სუ­დან­ში 30-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მი­დის ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რათა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რი გა­კეთ­დეს, ან რა­მე­ნა­ი­რად მოგმო­ხერ­ხდეს, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დრო­უ­ლად გა­მოყ­ვა­ნა და მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა.

"ჩვენ კონ­ტაქ­ტზე ვართ ქარ­თვე­ლებ­თან. და­ახ­ლო­ე­ბით, 30-მდე ქარ­თვე­ლია ახლა იქ. რო­გორც ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნამ მო­უ­წო­და თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე ჩვენც ვთხო­ვეთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ თავი შე­ი­კა­ვონ გა­რეთ გა­მოს­ვლის­გან და გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან. ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რი გა­კეთ­დეს, ან რა­მე­ნა­ი­რად მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დრო­უ­ლად გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან და უსაფრ­თხოდ და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ ასე­ვე კონ­ტაქ­ტზე ვართ გა­ე­როს ოფის­თა­ნაც და ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან ვართ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტზე. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტა­პამ­დე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა სრო­ლე­ბი და შე­ტა­კე­ბე­ბი, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რემ აი­ღოს კონ­ტრო­ლის ქვეშ სი­ტუ­ა­ცია და იმ მხა­რეს­თან მოხ­დეს შემ­დეგ და­ლა­პა­რა­კე­ბა. ვე­ლო­დე­ბით დამ­შვიდ­დეს, ჩა­წყნარ­დეს, რომ მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ორი­ვე მხა­რეს და­ვე­ლა­პა­რა­კოთ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან იმის გამო, რომ შე­ტა­კე­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა უსაფრ­თხოდ არი­ან, არა­ვის არა­ფე­რი არ სჭირს, ჯან­მრთე­ლად არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

"რა­დიო თა­ვი­უსფლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით,სუ­დან­ში ჩარ­ჩე­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბა ავი­ა­კომ­პა­ნია Geo Sky-ის თა­ნამ­შრო­მე­ლია - მფრი­ნა­ვე­ბი, ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და ინ­ჟინ­რე­ბი. კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა შალ­ვა კიკ­ნა­ძემ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" უთხრა, რომ მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან და მათ­თან, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მსგავ­სად, ხში­რი კონ­ტაქ­ტი აქვთ.

"არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი მხა­რე, ყვე­ლა ელო­დე­ბა დრო­ე­ბით მა­ინც ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, რათა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია მო­ა­ხერ­ხოს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მხა­რე­ე­ბი უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში შე­თან­ხმდე­ბი­ან დრო­ე­ბით მა­ინც ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე. რო­გორც კი შე­წყდე­ბა ცე­ცხლი, მზად ვართ მათი ევა­კუ­ა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ", - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ცე­მას­თან.

გა­ე­როს მი­სი­ამ სუ­დან­ში მხა­რე­ებს მო­უ­წო­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პა­უ­ზის­კენ, რათა მშვი­დო­ბი­ან­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ შეძ­ლოს ბრძო­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა.

"სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბი“ ეს არის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­დის სუ­და­ნის რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ა­ში და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს. 2019 წელს მათ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მოს­ცილ­და სუ­და­ნის პრე­ზი­დენ­ტი ომარ ალ-ბა­ში­რი. 2021 წელს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მე­ლიც 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

myquiz