აღდგომა ბომბების ქვეშ - ოკუპანტებმა უკრაინის ზოგიერთ ტაძარზე იერიში მიიტანეს | Allnews.Ge

აღდგომა ბომბების ქვეშ - ოკუპანტებმა უკრაინის ზოგიერთ ტაძარზე იერიში მიიტანეს

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ი­დან ნი­კო­პოლ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ტა­ძარს და­არ­ტყეს, რის შე­დე­გა­დაც ორი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, - ამის შე­სა­ხებ დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სერ­გეი ლი­საკ­მა გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მათ­ში არა­ფე­რია წმინ­და, ნი­კო­პო­ლის ტა­ძარს მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ით და­არ­ტყეს, ორი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, 57 წლის მა­მა­კა­ცი და 38 წლის ქალი“ - და­წე­რა ლი­საკ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მისი თქმით, ქა­ლაქ­ში და­ზი­ან­და ხუთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი და რამ­დე­ნი­მე ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხაზი. გარ­და ამი­სა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა ოთხი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ერთი სა­მე­ურ­ნეო შე­ნო­ბა.

გარ­და ამი­სა, ზა­პო­რო­ჟი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა იური მა­ლაშ­კომ სო­ფელ კა­მი­შე­ვახ­ში ეკ­ლე­სი­ის და­ბომბვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

და­ბომბვის დროს ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა.

myquiz