"ვაგნერის" ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს: რა მიმართვას ავრცელებს პრიგოჟინი? | Allnews.Ge

"ვაგნერის" ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს: რა მიმართვას ავრცელებს პრიგოჟინი?

"ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი ვლა­დი­მერ პუ­ტინს მო­უ­წო­დებს ომი დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დოს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ პრი­გო­ჟი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"[რუ­სე­თის] ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში რამე მსხვი­ლი წერ­ტი­ლის დას­მა. იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია - გა­მო­ვა­ცხა­დოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ ყვე­ლას იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სეთ­მა იმ შე­დე­გებს მი­აღ­წია, რომ­ლებ­საც გეგ­მავ­და, და რა­ღაც მხრივ მათ მარ­თლა მი­ვაღ­წი­ეთ. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მებ­რძო­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბა „დავფქვით” და სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე შეგ­ვიძ­ლია ან­გა­რი­ში წარ­ვად­გი­ნოთ იმის შე­სა­ხებ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია.

თე­ო­რი­უ­ლად რუ­სეთ­მა ეს მსხვი­ლი წერ­ტი­ლი უკვე მი­ი­ღო უკ­რა­ი­ნის აქ­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბით, მისი სხვა ნა­წი­ლის შე­ში­ნე­ბით, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში გა­იქ­ცა.

რუ­სეთ­მა მოჭ­რა აზო­ვი­სა და შავი ზღვის დიდი ნა­წი­ლი, და­ი­პყრო უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი და შექ­მნა სახ­მე­ლე­თო დე­რე­ფა­ნი ყი­რი­მამ­დე" - წერს პრი­გო­ჟი­ნი.

პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლად ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და "ვაგ­ნე­რის" ლი­დე­რი ასე­ვე წერს, რომ რუ­სეთს მხო­ლოდ "იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკვე გვაქვს", გა­მაგ­რე­ბა დარ­ჩე­ნია. ამავდრო­უ­ლად, მისი აზ­რით, ერთი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ომმა გა­მო­იწ­ვია: "თუ ადრე უკ­რა­ი­ნა ყო­ფი­ლი რუ­სე­თის ნა­წი­ლი იყო, ახლა იგი სრუ­ლი­ად ეროვ­ნუ­ლად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა".

myquiz