იაპონიის პრემიერ-მინისტრის საჯარო გამოსვლის ადგილის მახლობლად აფეთქება მოხდა | Allnews.Ge

იაპონიის პრემიერ-მინისტრის საჯარო გამოსვლის ადგილის მახლობლად აფეთქება მოხდა

იაპონიის ქალაქ ვაკაიამაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას საჯარო გამოსვლის ადგილის მახლობლად აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უსაფრთხო ადგილას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში რჩებოდა. სამართალდამცავებმა ინციდენტის ადგილზე ერთი ადამიანი დააკავეს.

myquiz