რუსეთის პარლამენტმა სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყებების ელექტრონულად გაცემას მხარი დაუჭირა - რას გულისხმობს კანონპროექტი? | Allnews.Ge

რუსეთის პარლამენტმა სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყებების ელექტრონულად გაცემას მხარი დაუჭირა - რას გულისხმობს კანონპროექტი?

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მოქალაქეები სამხედრო კომისარიატების უწყებებს ელექტრონულად მიიღებენ.

რუსეთში, ამ დრომდე, გაწვევის უწყებას მოქალაქეებს პირადად ან დამსაქმებლის მეშვეობით გადასცემენ. ახალი კანონმდებლობით, კი გაწვევის უწყება მიწოდებულად ჩაითვლება, როგორც კი ის გამოჩნდება სახელმწიფო სერვისების ელექტრონულ პორტალზე, სახელწოდებით „გოსუსლუგი“.

„გამოძახება ჩაბარებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ის პირის პირად ანგარიშზე განთავსება“, - განაცხადა რუსეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა.

მისი განმარტებით, ამ მომენტიდან მოქალაქე ვალდებული იქნება ადგილობრივ კომისარიატში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესდება, მათ შორის, ქვეყნის დატოვებაზე და უძრავი ქონებისა შეძენასა და გაყიდვაზე.

ახალი კანონმდებლობა ძალაში მაშინ შევა, როდესაც მას ხელს მოაწერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

myquiz