"ის ნანობს მომხდარს“ - დალაი ლამა მოზარდთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბოდიშს იხდის | Allnews.Ge

"ის ნანობს მომხდარს“ - დალაი ლამა მოზარდთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბოდიშს იხდის

და­ლაი ლა­მამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ ის პა­ტა­რა ბიჭს უხამ­სად ესა­უბ­რე­ბა. ტი­ბე­ტის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის ოფის­მა გა­ავ­რცე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ და­ლაი ლა­მას სურს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს ბავ­შვს და მის ოჯახს "იმ წყე­ნის გამო, რაც შე­საძ­ლოა, მის სი­ტყვებს გა­მო­ეწ­ვია.“

"ის ნა­ნობს მომ­ხდარს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ, რომ და­ლაი ლა­მას ქცე­ვა შე­უ­სა­ბა­მო და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა და­ლაი ლა­მას ტა­ძარ­ში 28 თე­ბერ­ვალს მოხ­და, როცა ის მოს­წავ­ლე­ებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო M3M ფონ­დის მიერ. ფონდმა ღო­ნის­ძი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი მარ­ტში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ერთ-ერთ მათ­გან­ში ჩანს და­ლაი ლამა, რო­მე­ლიც ეხუ­ტე­ბა ბიჭს - ეს იგი­ვე ბი­ჭია, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­შია აღ­ბეჭ­დი­ლი (ვი­დე­ოს მისი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვაქ­ვეყ­ნებთ. რედ.)

ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ბიჭს ტი­ბე­ტის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი ეკი­თხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი ჩა­ხუ­ტე­ბა. შემ­დეგ ლო­ყა­ზე იდებს ხელს და ამ­ბობს, ჯერ აქ აკო­ცოს, ბიჭი მას ლო­ყა­ზე ჰკო­ცის და ეხუ­ტე­ბა. შემ­დეგ და­ლაი ლამა ტუ­ჩებ­ზე ანიშ­ნებს და ჰკოც­ნის ბიჭს ტუ­ჩებ­ში. შემ­დეგ ენას გა­მო­ყოფს და უხამს წი­ნა­და­დე­ბას ეუბ­ნე­ბა.

myquiz