80 წლის ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს | Allnews.Ge

80 წლის ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება NBC-ი ავრცელებს.

„ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის გეგმავს "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში.

ამასთან, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად იყრიან კენჭს.

myquiz