ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ჩადის | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთს ეწვევა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში მარკინ პრჟიდაჩმა ორი დღის წინ განაცხადა.

„ვიზიტი პრეზიდენტ დუდას მოწვევით გაიმართება. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პრჟიდაჩმა.

ვიზიტის ფარგლებში, ვოლიდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შეხვდება. ასევე, ვარშავის ციხის მოედანზე საჯაროდ გაესაუბრება პოლონელებს და იმ უკრაინელებს, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი.