სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი მოკლეს - ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი? | Allnews.Ge

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი მოკლეს - ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი?

რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რის, ვლად­ლენ ტა­ტარ­სკის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მკვიდ­რი, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და­რია ტრე­პო­ვა და­ა­კა­ვეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი აქვს იფიქ­როს, რომ ტრე­პო­ვამ კა­ფე­ში მი­ი­ტა­ნა ყუთი თა­თარ­სკის ბი­უს­ტით, რო­მელ­შიც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ჯერ­ჯე­რო­ბით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი?

მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი 1983 წელს უკრაინის ამჟამად ოკუპირებულ ქალაქ მაკიივკაში დაიბადა. ჯერ კიდევ 2014 წლის ღირსების რევოლუციამდე ფომინი შეიარაღებული ძარცვისთვის იყო გასამართლებული. დონბასში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტატარსკი ე.წ. სახალხო აჯანყების რიგებში გაწევრიანდა, საბრძოლო მეტსახელით 'პროფესორი'. ტატარსკის მეგობრების ცნობით, აღნიშნული მეტსახელი რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის რომანის თაობა П-ის ერთ-ერთი გმირის გამო აიღო.

https-cdncnn-1680496312.com_cnnnext_dam_assets_230402132512-vladlen-tatarsky.jpg

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტატარსკი დონბასში დაბრუნდა და Z-ბლოგერი გახდა. ტატარსკი სიუჟეტებს აკეთებდა ადგილიდან, ავრცელებდა მის პროგნოზებს საომარი მოქმდებების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. ტატარსკი ფართო საზოგადოებამ კრემლში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური ანექსიის ცერემონიალზე ჩაწერილი ვიდეოთი გაიცნო. ვიდეოში ტატარსკი ყველა უკრაინელის ამოხოცვით და განადგურებით იმუქრებოდა.

ტატარსკის ტელეგრამ არხს 500 ათასი გამომწერი ჰყავდა.

myquiz