გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს?! - ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკა იცვლება | Allnews.Ge

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს?! - ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკა იცვლება

გერმანია მზადაა მიიღოს ახალი კანონი, რომელიც უცხოელებს მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CNBC ავრცელებს.

კანონპროექტი კანონმდებლებს მომდევნო თვეებში წარედგინება და რეზიდენტებს საშუალებას მისცემს, მოქალაქეობაზე განაცხადი 5 წლის გასვლის შემდეგ გააკეთონ ნაცვლად აქამდე არსებული 8-წლიანი ვადისა. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანაში ინტეგრაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, მოქალაქეობის მიღება 3 წელში შეეძლებათ.

ცვლილების შედეგად, არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტებს ორმაგ მოქალაქეობაზე შეზღუდვაც მოეხსნებათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ აღარ მოუწევთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა. ამჟამად, გერმანიის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის მქონეებსა და იმ ადამიანებს, რომელთა ერთი მშობელი მაინც გერმანიიდანაა.

საიმიგრაციო რეფორმა კანადის ქულათა სისტემას ეფუძნება და გამოცდილ მუშახელს ქვეყანაში შესვლას გაუმარტივებს - აღარ იქნება საჭირო გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა და სამუშაო გამოცდილებაც საკმარისად ჩაითვლება.

ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება მოქალაქეობის მიღების წესებში 2000 წლის შემდეგ, როდესაც იმიგრანტ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს გერმანიის მოქალაქეობა ავტომატურად ენიჭებოდათ.

სამი პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიციის მიერ წარდგენილი სოციალურად პროგრესული პოლიტიკის მიზანია 400,000 უნარიანი უცხოელი მუშახელის მოზიდვა ყოველწლიურად, რათა მოსახლეობის დაბერება და სამუშაო ძალის დეფიციტი დაბალანსდეს. იხილეთ სრულად

myquiz