ისრაელში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა | Allnews.Ge

ისრაელში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ისრაელის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მედიის ინფორმაციით, იერუსალიმში პოლიციამ ნეთანიაჰუს სახლის მახლობლად შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

იოავ გალანტი მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრობდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ იოავ გალანტმა „ტვიტერზე“ დაწერა : „ისრაელის უსაფრთხოება ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ცხოვრების მისია“.

რეფორმები ითვალისწინებს გეგმას, რომლის თანახმადაც მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ასევე, სასამართლოებისთვის გართულდება თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერის გადაყენება.

myquiz