"თქვენს ფსიქიკაში რაღაც პრობლემებია, სპეციალისტს მიმართეთ" - რას წერს რამზან კადიროვი ინფორმაციაზე, რომ ის მძიმედ ავადაა? | Allnews.Ge

"თქვენს ფსიქიკაში რაღაც პრობლემებია, სპეციალისტს მიმართეთ" - რას წერს რამზან კადიროვი ინფორმაციაზე, რომ ის მძიმედ ავადაა?

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი უარ­ყოფს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ის მძი­მედ ავა­დაა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მან პოს­ტი "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ "ჯან­მრთე­ლი და ჯან-ღო­ნით სავ­სეა.“

მა­ნამ­დე ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ნივთმა კა­დი­რო­ვის ერთ-ერთი ვი­დე­ო­ე­დან - ის ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს თით­ზე ჰქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი წერ­და, რომ ეს სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო, რო­მელ­საც რამ­ზა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის იყე­ნებ­და.

რო­გოც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი წერს, ეს ნივ­თი ელექტრო­ნუ­ლი კრი­ა­ლო­სა­ნია.

"ოჰ, რამ­დე­ნი დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია ჩემ­მა ელექტრო­ნულ­მა კრი­ა­ლო­სან­მა. მათ უწო­დეს პა­ნი­კის ღი­ლა­კი, სა­მე­დი­ცი­ნო ნივ­თი, იდუ­მა­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. აგ­რძე­ლე­ბენ მცდე­ლო­ბას, გა­მო­იც­ნონ" რა არის. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ამ ვერ­სი­ებ­მა გა­მამ­ხი­ა­რუ­ლა.

მე მაქვს ელექტრო­ნუ­ლი კრი­ა­ლო­სა­ნი და ის ყო­ველ­თვის ჩემ­თა­ნაა, როცა ვიღ­ვი­ძებ“, - წერს კა­დი­რო­ვი და აღ­ნიშ­ნავს, რომ როცა ლოც­ვებს კი­თხუ­ლობს, ელექტრო­ნუ­ლი კრი­ა­ლო­სა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ით­ვლის. "სწო­რედ ეს არის სა­ი­დუმ­ლო“, - დას­ძენს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი.“

"ვინც იმე­დოვ­ნებს რომ უკურ­ნებ­ლად ავად ვარ, ვწუხ­ვარ, იმე­დი გა­გიც­რუ­ეთ. მე ჯან­მრთე­ლი ვარ, ჯან-ღო­ნით სავ­სე. რო­გორც ადრე, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ სპორ­ტით, დავ­დი­ვარ მთებ­ში სა­ლაშ­ქროდ და ვმუ­შა­ობ რეს­პუბ­ლი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ჩემი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ ამ ფან­ტას­ტი­კუ­რი ვერ­სი­ე­ბის ავ­ტო­რებს ექი­მი სჭირ­დე­ბათ. თქვენს ფსი­ქი­კა­ში რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბია, ბი­ჭე­ბო, სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თეთ", - წერს კა­დი­რო­ვი.

myquiz