ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ადენოვირუსით 12 000 - მდე ბავშვი დაავადდა, მათგან 19 გარდაიცვალა, არაოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტია
ინდოეთის შტატი კრიზისშია მას შემდეგ, რაც ადენოვირუსით 12 000-მდე ბავშვი დაავადდა, მთგან უმეტესობა მცირეწლოვანია. კლინიკები პაციენტებს ვერ აუდიან, ავადმყოფი ბავშვების ოჯახების საავადმყოფოებთან ათევენ ღამეებს.
დასავლეთ ბენგალში მწვავე რესპირატორული ინფექციით, წელს 19 ბავშვი გარდაიცვალა და ათასობით სხვა და სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იანვრის შემდეგ, აქ ადენოვირუსის 12 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 000-ზე მეტი ბავშვია გრიპის მსგავსი მძიმე სიმპტომებით კლინიკაში მოთავსებული. ჯანდაცვის ექიმთა ასოციაცია ხალხს აფრთხილებს, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი არაოფიციალურად 100-ს აღემატება.
სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას კი ამ პრობლემასთან გამკლავება საკმაოდ უჭირს. ზოგიერთი პედიატრიული პალატა სავსეა და ცნობების მიხედვით, ბავშვებს საავადმყოფოს საწოლის ერთმანეთისთვის გაზიარებაც კი უწევთ.
ადენოვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ რესპირატორული, თვალის და კუჭის ინფექციები. ასევე ახასიათებთ დიარეა.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ავადმყოფი და გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობაზე ადენოვირუსის ორი მუტაციური შტამია პასუხისმგებელი.
ვირუსი აღმოაჩინეს ინდოეთის სხვა შტატებშიც, მაჰარაშტრასა და კარნატაკაშიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების შესანელებლად, კოვიდის პანდემიის დროს გამოყენებული პროტოკოლები, როგორიცაა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, კვლავ დანერგა, თუმცა სკოლების დახურვის განკარგულება ჯერ არ გაუციათ. ექიმებმა, რომლებიც Guardian-ს ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ მცირეწლოვან ბავშვებში შემთხვევების დიდი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კოვიდის "ლოკდაუნის" დროს მათ ვერ შეძლეს იმუნიტეტის შექმნა გავრცელებული ინფექციების მიმართ.