რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რობოტი გახდა
ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკეს მრჩეველი გახდა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
რობოტს სარკის სახე აქვს. მას „ION” ეწოდა. რობოტი-სარკე რუმინელმა დეველოპერებმა შექმნეს. ის სოციალურ ქსელებში მოსახლეობის შეტყობინებებს შეაგროვებს, ინფორმაციას გააანალიზებს, ანგარიშებს მოამზადებს და მთავრობას განსახილველად წარუდგენს.
რუმინეთის მთავრობა მოელის, რომ რობოტი-სარკის დახმარებით საზოგადოებრივი აზრის შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში მიიღებს. იხილეთ სრულად