ვინ არის რამზან კადიროვის მემკვიდრე? - კრემლში პუტინი ჩეჩნეთის ლიდერის 17 წლის ვაჟს შეხვდა | Allnews.Ge

ვინ არის რამზან კადიროვის მემკვიდრე? - კრემლში პუტინი ჩეჩნეთის ლიდერის 17 წლის ვაჟს შეხვდა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი კრემლში, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ვაჟს, 17 წლის ახ­მად კა­დი­როვს შეხ­ვდა. სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი კა­დი­როვ­მა "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­დი­რო­ვის უფ­როს­მა ვაჟ­მა პუ­ტინს მო­ახ­სე­ნა რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ. ახ­მად კა­დი­რო­ვი 16 წლის ასაკ­ში და­ი­ნიშ­ნა ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ.

fqyu6ijx0aen-zm-1678016261.jpg

რო­გორც რამ­ზან კა­დი­რო­ვი წერს, პუ­ტი­ნი მის შვილს ესა­უბ­რა ახ­მატ კა­დი­როვ­ზე, პრო­რუ­სუ­ლი ჩეჩ­ნე­თის პირ­ველ ლი­დერ­ზე, რო­მე­ლიც 2004 წლის მა­ის­ში, გროზ­ნო­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. რამ­ზან­მა კრემლში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას "არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი“ და "გულ­წრფე­ლი" უწო­და.

რამ­ზან კა­დი­რო­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ პუ­ტინ­მა ახ­მად კა­დი­როვს და­ქორ­წი­ნე­ბაც მი­უ­ლო­ცა. არას­რულ­წლო­ვან ახ­მა­დის ქორ­წი­ლი შა­ბათს, 4 მარტს გა­ი­მარ­თა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ გროზ­ნო­ში ქორ­წი­ლის გამო ქუ­ჩე­ბი გა­და­ი­კე­ტა, ხოლო ხალ­ხს ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა აეკ­რძა­ლა.

ambebi.ge

myquiz