წარმოიშვა თუ არა კოვიდი ლაბორატორიაში? - ჯანმო აშშ-ის მოუწოდებს Covid-19 ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ ინფორმაცია გადასცეს | Allnews.Ge

წარმოიშვა თუ არა კოვიდი ლაბორატორიაში? - ჯანმო აშშ-ის მოუწოდებს Covid-19 ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ ინფორმაცია გადასცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის მოუწოდებს Covid-19 ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ ინფორმაცია გადასცეს.

ორგანიზაციამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა.

ჯანმო-ს დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მსგავსი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში ორგანიზაციას აუცილბლად ამცნოს.

მისივე თქმით, ჯანმოს მიზანს უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება არ წარმოადგენს და ორგანიზაციის მიზანია პანდემიის წარმოშობისა და გავრცელების წყაროები შეისწავლოს.

myquiz