ჯასტინ ბიბერს რამსეი-ჰანტის სინდრომი დაუდგინდა - რამდენად საშიშია სინდრომი ჯანმრთელობისთვის? | Allnews.Ge

ჯასტინ ბიბერს რამსეი-ჰანტის სინდრომი დაუდგინდა - რამდენად საშიშია სინდრომი ჯანმრთელობისთვის?

მომ­ღე­რალ­მა ჯას­ტინ ბი­ბერ­მა მსოფ­ლი­ოს ტურ­ნე­ში დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა კონ­ცერ­ტი გა­ა­უქ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღე­რალს რამ­სეი-ჰან­თის სინ­დრო­მი და­უდ­გინ­და. მა­ნამ­დე ჯას­ტინ­მა ტურ­ნე რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­დო, მი­ზე­ზი სა­ხის დამ­ბლა იყო, თუმ­ცა რამ გა­მო­იწ­ვია სა­ხის დამ­ბლა, უც­ნო­ბი იყო.

2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჯას­ტინ­მა თქვა, რომ სურ­და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო და ამ სა­კი­თხის­თვის უნდა მი­ექ­ცია ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა.

ბი­ბერს კონ­ცერ­ტე­ბი უნდა გა­ე­მარ­თა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

რამ­სეი-ჰან­თის სინ­დრო­მი არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ხის ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებ­ზე და იწ­ვევს სა­ხის ნა­წი­ლე­ბის დამ­ბლას. ის არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს ერთი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რეს, მაგ­რამ ეს არის გარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნილ ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვირუს­თან. თუ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, ორ­გა­ნიზმს ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლია ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლა. სხე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და­უც­ვე­ლი ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვირუ­სის რე­აქ­ტი­ვა­ცი­ი­სად­მი.

ambebi.ge

myquiz