კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა - რა საფრთხის გამო მიიღეს გადაწყვეტილება? | Allnews.Ge

კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა - რა საფრთხის გამო მიიღეს გადაწყვეტილება?

კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური პლატფორმის, „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანადის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება როგორ უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.

დეკემბერში კი ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის საფრთხის გამო, აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.

myquiz