უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-მდე შეტევა მოიგერიეს - რომელ რეგიონში მიმდინარეობს ყველაზე მძიმე ბრძოლები და სად აქვთ უპირატესობა რუსებს? | Allnews.Ge

უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-მდე შეტევა მოიგერიეს - რომელ რეგიონში მიმდინარეობს ყველაზე მძიმე ბრძოლები და სად აქვთ უპირატესობა რუსებს?

უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, კუ­პი­ანსკის, ლი­მა­ნის, ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კა­სა და შახ­ტი­ორსკის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 70-მდე შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ამ რა­ი­ო­ნებ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან თავ­დას­ხმი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

ამას­თან, გენშტა­ბის ცნო­ბით, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 27 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან ცე­ცხლი 75-ჯერ გახ­სნეს.

"ოკუ­პან­ტე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­დე­გად და­ზა­რალ­დნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბი, სოფ­ლე­ბი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ მტრის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის საფრ­თხის დონე უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბით კვლავ მა­ღა­ლია.

ამ ეტაპ­ზე შე­ტე­ვა გრძელ­დე­ბა დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სე­ბის მტკი­ცე­ბით სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი სო­ფელ ბერ­ხივ­კა­ში შე­ვი­და. რო­გორც GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე წერს, რუ­სე­ბის წინსვლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო."დღეს კი­ევ­ზე და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა არ შედ­გა. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი იმ­დე­ნად წინ­და­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ხარ­ჯავ­და თა­ვის სა­რა­კე­ტო არ­სე­ნალს, რომ არა მხო­ლოდ უზარ­მა­ზა­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი მი­ი­ღო, არა­მედ სა­რა­კე­ტო არ­სე­ნა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უშე­დე­გოდ გა­ხარ­ჯა კი­დეც. სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბით უკ­რა­ი­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმის ნაც­ვლად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღო, რო­მელ­საც ბევ­რად მეტი მო­ტი­ვა­ცია აქვს და­იც­ვას სამ­შობ­ლო, ვიდ­რე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ფი­ტულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს.

- რუ­სუ­ლი არ­მია, "ვაგ­ნე­რი", სა­დე­სან­ტო ძა­ლე­ბი, სე­პა­რა­ტის­ტე­ბი და გრუს სპეც­რაზ­მი აგ­რძე­ლე­ბენ შე­ტე­ვას დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ე­თით, სლა­ვი­ანსკი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზის გას­წვრივ რუ­სე­ბის მტკი­ცე­ბით სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი სო­ფელ ბერ­ხივ­კა­ში შე­ვი­და. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია შეძ­ლეს თუ არა მათ მთლი­ა­ნი და­სახ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა თუ კვლავ გრძელ­დე­ბა ბრძო­ლა, მაგ­რამ რუ­სე­ბის წინსვლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო - გზი­დან უკან გა­და­ნაც­ვლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი პირ­და­პირ ხვდე­ბო­და რუ­სუ­ლი ცე­ცხლის ქვეშ.

ბერ­ხივ­კა უშა­ლოდ არ ემიჯ­ნე­ბა ბახ­მუტს, თუმ­ცა იქ­ვეა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ფე­ლი ია­ჰიდ­ნე, რო­მე­ლიც ბახ­მუტს აკ­რავს ჩრდი­ლო­ე­თი­დან. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­მა უკვე მი­აღ­წია კი­დეც ამ და­სახ­ლე­ბამ­დე, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. ია­ჰიდ­ნეს ნა­წილ­ში რუ­სებ­მა შეღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხეს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მა­ლე­ვე და­იბ­რუ­ნეს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი მას­ზე. თუმ­ცა ასე­თი და­სახ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ჭირ­დე­ბა - იმ­დე­ნა­დაა და­ბომ­ბი­ლი ია­ჰიდ­ნე, რომ მყა­რი პო­ზი­ცი­ის მო­წყო­ბა რუ­რა­ლუ­რი ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში შე­და­რე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა. აშ­კა­რაა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ რუ­სე­ბის გა­მო­ფიტ­ვას მა­ნამ, სა­ნამ უშა­ლოდ ბახ­მუ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან კარ­გა­დაა ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და თუკი რუ­სე­ბი ქა­ლა­ქის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით ბახ­მუ­ტში შეს­ვლას შე­ეც­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ისი­ნი იმ­დე­ნად უნდა გა­მო­ი­ფი­ტონ, რომ შემ­დგო­მი შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლონ.

მე­ო­რეს მხრივ რუ­სებ­მა შე­საძ­ლოა ქა­ლა­ქის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი გა­აგ­რძე­ლონ და უშუ­ა­ლოდ ქა­ლაქ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი და­წო­ლა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. მაგ­რამ სათ­ქმე­ლად ად­ვი­ლია, აღ­სას­რუ­ლებ­ლად კი რთუ­ლი - არ არის ად­ვი­ლი მთე­ლი ქა­ლა­ქის სრულ ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ლო­კა­ლურ კონ­ტრშე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და რო­გორც სამ­ხრე­თით და­ა­ხე­ვი­ნეს უკან რუ­სულ ნა­წი­ლებს ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ჩრდი­ლო­ე­თი­თაც. ასე­ვე რუ­სებ­სა და სე­პა­რა­ტის­ტებს ის გა­მოც­დი­ლე­ბა, ის მო­ტი­ვა­ცია და ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რაც მა­რი­უ­პო­ლის ალ­ყი­სას ჰქონ­დათ ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თოდ არ აქვთ. ამი­ტომ ალ­ყის მცდე­ლო­ბა და მისი მყა­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა რუ­სე­თი­სათ­ვის" - წერს კო­ბე­რი­ძე გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას.

myquiz