რამდენი რუსი ოკუპანტი მოკვდა ომის ერთ წელში? | Allnews.Ge

რამდენი რუსი ოკუპანტი მოკვდა ომის ერთ წელში?

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსული არმიის დანაკარგები განაახლა. უწყების განცხადებით, ლიკვიდირებულია 146 820 რუსი სამხედრო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელი გავიდა. რიცხვები აჩვენებს, რომ აგრესორი ქვეყანა ომის ერთ წელს უდიდესი დანაკლისით ხვდება, ეს მაჩვენებელი კი ყოველდღიურად იზრდება.

უკრაინა ინფორმაციის კვლავ ერთადერთ წყაროდ რჩება. რადგან რუსეთი დანაკარგებს მალავს.

დეტალები: უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის განადგურებულია 3 363 რუსული ტანკი, 2 363 საარტილერიო და 247 საზენიტო საბრძოლო სისტემა.

გარდა ამისა, 299 თვითმფრინავი;287 ვერტმფრენი;18 გემი, ნავი;5 224 საავტომობილო ტექნიკა.

myquiz