უკრაინელებმა მარიუპოლში რუსების სამხედრო ბაზას დაარტყეს - რით მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ ოკუპანტებს? | Allnews.Ge

უკრაინელებმა მარიუპოლში რუსების სამხედრო ბაზას დაარტყეს - რით მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ ოკუპანტებს?

რითი მის­წვდნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ მა­რი­უ­პოლ­ში რუ­სე­ბის ბა­ზას?

უკ­რა­ი­ნის ცაში ასე­თი ფორ­მის მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის - GLSDB-ების გა­მო­ჩე­ნა იმის მა­უ­წყე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ ფრონ­ტის ხა­ზი­დან არა­ნაკ­ლებ 120-130 კმ-ის და­შო­რე­ბით, ღრმა ზურ­გშიც, რუს ოკუ­პან­ტებს უზუს­ტე­სი დარ­ტყმე­ბი ელით...

21-22 თე­ბერ­ვლის ღა­მეს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­არ­ტი­ლე­რიო-სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ბა­ზებ­ზე, ფრონ­ტის ხა­ზის სიღ­რმე­ში.

და­ბომ­ბი­ლი იქნა ოკუ­პი­რე­ბულ დო­ნეც­კის ოლ­ქში მდე­ბა­რე დო­ნეც­კის, მა­კე­ევ­კის, ხარ­ციზსკის, დე­ბალ­ცე­ვო­სა და ილო­ვა­ის­კის ის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც რუს ოკუ­პან­ტებს დრო­ე­ბი­თი დის­ლო­ცი­რე­ბის პუნ­ქტე­ბი, შტა­ბე­ბი და ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი აქვთ მო­წყო­ბი­ლი.

მას­შტა­ბუ­რი და, ამას­თა­ნა­ვე, ზუს­ტი დარ­ტყმე­ბი დრო­ში სწრა­ფად და თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცილ­და, რაც აჩენს იმის მტკი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა არ­ტი­ლე­რის­ტებ­მა ამის­თვის "ჰა­ი­მარ­სის“ მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, მით უმე­ტეს, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი ფრონ­ტის ხა­ზი­დან არა­უ­მე­ტეს 50-55 კმ-ით არი­ან და­შო­რე­ბულ­ნი და 86 კმ-ით, მაქ­სი­მა­ლურ სი­შო­რე­ზე მფრე­ნი "ჰა­ი­მარ­სის“ "ჭკვი­ა­ნი“ რა­კე­ტე­ბის­თვის ამ მიზ­ნე­ბამ­დე მიღ­წე­ვა დიდ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და.

მაგ­რამ, გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა იმა­ვე დროს ზუს­ტი დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნეს, ასე­ვე, ფრონ­ტი­დან საკ­მა­ოდ და­შო­რე­ბულ მა­რი­უ­პო­ლის აე­როდ­რომ­საც, სა­დაც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, არა­და, ფრონ­ტის ხა­ზი­დან ამ აე­როდ­რო­მამ­დე პირ­და­პი­რი ხა­ზით თით­ქმის 90 კმ-ია და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც არ გა­რის­კავ­დნენ "ჰა­ი­მარ­სის“ მო­ბი­ლუ­რი გა­საშ­ვე­ბი და­ნად­გა­რე­ბის ზედ ფრონ­ტის ხაზ­თან მი­ყე­ნე­ბას და იქი­დან რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბას, რად­გან მა­შინ­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის მსხვერ­პლნი გახ­დე­ბოდ­ნენ.

მა­შინ, რით მის­წვდნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ფრონ­ტის ხა­ზი­დან 90 კმ-მდე და­შო­რე­ბულ რუსი ოკუ­ო­პან­ტე­ბის ბა­ზას მა­რი­უ­პო­ლის აე­როდ­რომ­ზე?თა­ვად რუსი სამ­ხედ­რო პრო­პა­გან­დის­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის კი­ევ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტის მე­ო­რე დღეს­ვე უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს არ­სე­ნალ­ში გა­მო­უჩ­ნდათ ის უც­ნა­უ­რი რა­კე­ტა-ბომ­ბე­ბი, რო­მელ­თა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის­თვის გა­და­ცე­მა­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ლა­პა­რა­კი...

ეს "ჭკვი­ა­ნი“ ბომ­ბი თით­ქმის უხ­მა­უ­როდ პი­კი­რებს სა­მიზ­ნე­ზე...

ჩემს ბლოგ­შიც ვწერ­დი GLSDB - ხმე­ლე­თი­დან გა­საშ­ვე­ბი მცი­რე დი­ა­მეტ­რის ბომ­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ვე გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში, რო­გორც ეს გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში "ჰა­ი­მარ­სე­ბის“ რა­კე­ტებ­მა მო­ახ­დი­ნეს და დიდ­წი­ლად აი­ძუ­ლეს რუსი ოკუ­პან­ტე­ბი, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ხერ­სო­ნი და მდი­ნა­რე დნეპ­რის მთე­ლი მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz