"რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია" - რის შესახებ ისაუბრა პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში? | Allnews.Ge

"რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია" - რის შესახებ ისაუბრა პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში?

ამ წუ­თებ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. მან სი­ტყვით გა­მოს­ვლის და­სა­წყის­ში აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა იმა­ზე, თუ რა­ტომ და­ი­წყო რუ­სეთ­მა "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია."

"მე ვი­სა­უბ­რებ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის რთულ დროს, ჩვენს სამ­ყა­რო­ში ცვლი­ლე­ბე­ბის დროს. ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გან­სა­ზღვრავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს, თო­თო­ე­ულ ჩვენ­განს უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მან და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და­სავ­ლე­თი და ნატო იმა­ში, რომ სა­ჯა­როდ სა­უბ­რობ­დნენ უკ­რა­ი­ნის­თვის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ზე რუ­სე­თის შეჭ­რის წინ. მან და­სავ­ლე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ხალ­ხთან და უკ­რა­ი­ნას­თან "ბინ­ძურ თა­მაშ­ში“.

პუ­ტი­ნის თქმით, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის­გან ნა­ცის­ტუ­რი საფრ­თხის და მუდ­მი­ვი მუ­ქა­რის წი­ნა­შე იყო.

1382471-1676974818.jpg

„ისინი უბრალოდ სახარჯო მასალად გადააქციეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და პასუხისმგებლობა ამაზე კიევსა და დასავლეთის ელიტებზეა. ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს - რაც უფრო მეტად შორი რადიუსის სისტემების მიწოდება მოხდება უკრაინისთვის, მით შორს გავხდებით იძულებული, რომ გავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან. დასავლეთი მიზნად ისახავს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. ჩვენ ეს ასე გვესმის და ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია.

„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ აწარმოებენ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას. გამუდმებით იტყუებიან, არ წყვეტენ თავდასხმას ჩვენს კულტურაზე, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე“,- განაცხადა პუტინმა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ რუ­სე­თი ღია იყო და­სავ­ლეთ­თან დი­ა­ლო­გის­თვის, რათა შექ­მნი­ლი­ყო უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­ბა­რი სის­ტე­მა, მაგ­რამ "სა­პა­სუ­ხოდ ვი­ღებ­დით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ პა­სუ­ხებს“ და კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებს ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პა­ში ახა­ლი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის გან­ლა­გე­ბის თა­ო­ბა­ზე" - თქვა მან.

მისი თქმით, "მთე­ლი პლა­ნე­ტა სავ­სეა" ამე­რი­კუ­ლი ბა­ზე­ბით.

"და­სავ­ლე­თი გა­მო­ი­ყე­ნებს ნე­ბის­მი­ერს - ტე­რო­რის­ტებს, ნა­ცის­ტებს, თვით ეშ­მაკ­საც კი - რუ­სეთ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად" - ამ­ბობს პუ­ტი­ნი.

myquiz