ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა | Allnews.Ge

ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის უცნობი დეტალები, მთავარი გზავნილი პუტინს, ისტორიული კადრები და კრემლის ჩაშლილი გეგმა

20 თე­ბერ­ვალს კი­ევ­ში დი­ლი­დან "მთა­ვარ პარტნი­ორს" ელოდ­ნენ, თუმ­ცა მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბი იყო თუ ვინ ეწ­ვე­ო­და უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქს. ჯო ბა­ი­დე­ნის ვი­ზი­ტი სი­ურპრი­ზი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

კი­ევ­ში უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნის, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი ჩა­ვი­და. მა­შინ, როცა რუ­სე­ბი ერთი წლის წინ კი­ე­ვის აღე­ბას გეგ­მავ­დნენ, კრემლში ალ­ბათ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ომის და­წყე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ისე­ირ­ნებ­და.

კრემ­ლის გეგ­მა, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყო­ველ­თვის არ სრულ­დე­ბა, ჯო ბა­ი­დე­ნის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტი­თაც ნათ­ლად და­დას­ტურ­და, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი კი­ე­ვის სა­კა­თედ­რო ტა­ძარს ეს­ტუმ­რა, შეხ­ვდა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და პირ­ველ ლე­დის და მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბე­ბიც გა­ა­კე­თა.

baideni5-61466-1676955066.jpg

რა თქვა ბა­ი­დენ­მა?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დამ­პყრო­ბე­ლი სას­ტი­კად მარ­ცხდე­ბა. მისი თქმით, თით­ქმის ერთი წლის წინ, რო­დე­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, მას იმე­დი ჰქონ­და, რომ მსოფ­ლიო ერ­თი­ა­ნო­ბას ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და, მაგ­რამ შეც­და.

"ერთი წლის შემ­დეგ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ აქ არის, ამ ოთახ­ში. ჩვენ აქ ერ­თად ვდგა­ვართ. უკ­რა­ი­ნა დგას. დე­მოკ­რა­ტია დგას. ამე­რი­კე­ლე­ბი თქვენ გვერ­დით დგა­ნან, მსოფ­ლიო თქვენ გვერ­დით დგას“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

მან უკ­რა­ი­ნას ხან­გრძლი­ვი მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა და გა­ნა­ცა­და, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლია.

baideni1-61332-1676955096.webp

"მის­თვის ღირს ბრძო­ლა იმ­დენ ხანს, რამ­დენ ხან­საც სა­ჭი­როა და ჩვენც ვიქ­ნე­ბით თქვენს გვერ­დით იმ­დენ­ხანს, რამ­დენ­ხან­საც სა­ჭი­როა. ყვე­ლა უთან­ხმო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც კონ­გრეს­ში გვაქვს ზო­გი­ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა­ზე, ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში, ეს ეხე­ბა ზო­გა­დად დე­მოკ­რა­ტი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ომში უკ­რა­ი­ნი­სად­მი აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ ეჭვი არ არ­სე­ბობ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­ევ­ში მისი ჩას­ვლა, ბა­ი­დენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში მერ­ვედ იმ­ყო­ფე­ბა და ამ­ჯე­რად მისი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გა­დას­ცეს, რომ "შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აქაა იმის­თვის, რომ დარ­ჩეს, ჩვენ არ დაგ­ტო­ვებთ“. იხილეთ სრულად

myquiz