ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა - მათ მი­ნი­მუმ 14 სახ­ლის ძარ­ცვა ედე­ბათ ბრა­ლად | Allnews.Ge

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა - მათ მი­ნი­მუმ 14 სახ­ლის ძარ­ცვა ედე­ბათ ბრა­ლად

ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ, მად­რიდ­ში ქარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის 25 წევ­რი და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში მი­ნი­მუმ 14 სახ­ლის ძარ­ცვა ედე­ბათ ბრა­ლად, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ეს­პა­ნუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სახ­ლებ­ში შვი­დი ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, ამო­ღე­ბუ­ლია სამ­კა­უ­ლე­ბი, ძვირ­ფა­სი ქვე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი პლან­შე­ტე­ბი, ლეპ­ტო­პე­ბი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და სხვა ნივ­თე­ბი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ "ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰქონ­და ძა­ლი­ან მძლავ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა".

"ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში იერ­არ­ქია იყო მყა­რი და და­ყო­ფი­ლი იყო ნა­წი­ლე­ბად, რაც "რკი­ნის კო­დექ­სით" იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი. მის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ლი­დე­რის დაც­ვაც. ეს და­ყო­ფა მას აქ­ცევ­და პო­ლი­ცი­ის­თვის მი­უწ­ვდომ­ლად - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მის რო­მე­ლი­მე წევ­რს და­ა­კა­ვებ­დნენ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენ­და, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­დაჯ­გუფ­დე­ბო­და. ძარ­ცვის­თვის ისი­ნი იყ­ვნენ და­ყო­ფი­ლი ოპე­რა­ტი­ულ ჯგუ­ფე­ბად, რომ­ლე­ბიც 2-5 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და", - წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა წევ­რე­ბიც და­ა­კა­ვონ.

myquiz