ქურქები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების ქვრივებს დაურიგეს, ვიდეოს გადაღების შემდეგ ჩამოართვეს | Allnews.Ge

ქურქები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების ქვრივებს დაურიგეს, ვიდეოს გადაღების შემდეგ ჩამოართვეს

"ბეწ­ვის ქურ­ქე­ბი მე­უღ­ლის სა­ნაც­ვლოდ", - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ სა­თა­უ­რით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლე­ბი იყ­ვნენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ქვრი­ვე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ჩუქ­რად ქურ­ქე­ბი და­უ­რი­გეს.

ვი­დე­ო­ზე ჩან­და ათამ­დე ქალი, რომ­ლებ­საც ხელ­ში სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბუ­ლი ქურ­ქე­ბი ჰქონ­დათ და მად­ლო­ბას იხ­დიდ­ნენ.

გა­მო­ცე­მა insider.ru-ს ცნო­ბით, ქა­ლებს ქურ­ქე­ბი მხო­ლოდ ვი­დე­ოს­თვის მის­ცეს, გა­და­ღე­ბის შემ­დეგ კი ის უკან წა­ი­ღეს. გარ­და ამი­სა, მათ შო­რის ყვე­ლა ჯა­რის­კა­ცის ქვრი­ვი არ იყო და ზო­გი­ერ­თი ქალი უბ­რა­ლოდ, გა­და­ღე­ბის­თვის და­ი­ქი­რა­ვეს.

ვი­დე­ოს ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლე ამის შე­სა­ხებ "ინ­სა­ი­დერ­თან" ანო­ნი­მუ­რად სა­უბ­რობს. მათი თქმით, ზოგი ქალი კა­მე­რის წინ, უბ­რა­ლოდ, ქვრი­ვის როლს თა­მა­შობ­და. ვი­დე­ოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მო­ცე­მას­თან ამ­ბო­ბენ, რომ კად­რე­ბის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ქურ­ქი ყვე­ლა მათ­განს გა­მო­არ­თვეს და უკან წა­ი­ღეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ქურ­ქე­ბი, ხერ­სო­ნის ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ი­დან არის მო­პა­რუ­ლი.

The Insider-ის ცნო­ბით, გა­და­ღე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ევ­გე­ნი სკრიპ­ნი­კი, რო­მე­ლიც დო­ნეც­კის ე.წ. სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი "თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის" იგორ სტრელ­კო­ვის თა­ნა­მო­აზ­რეა, ასე­ვე სტრელ­კო­ვის ცოლი მი­როს­ლა­ვა რე­გისნსკა­ია და ვინ­მე ოლგა ვა­სი­ლი­ე­ვა.

myquiz